სხვადასხვა კონგრეგაციის კათოლიკე მონაზვნების საერთო შეხვედრა
- catholic.ge
- 15 minutes ago
- 1 min read
18 მაისს, არალში, კათოლიკე მონაზვნების საერთო შეხვედრა გაიმართა. მას არლისა და უდის სამრევლოების წინამძღვარი, მამა დარიუშ კომადოვსკი გაუძღვა.

საქართველოში კათოლიკურ სამრევლოებში მოღვაწე სხვადასხვა ორდენისა და კონგრეგაციის მონაზვნები სულიერი შეხვედრებისთვის დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, ამჯერად მესხეთში, სოფელ არალში.
ერთდღიანი შეხვედრა მათ საიუბილეო წლის თემით გახსნეს და ხაზი გაესვა პაპ ფრანცისკეს ბულის განხილვა, რომლის საფუძველზეც 2025 საიუბილეო წელი დაიწყო. ამ დოკუმენტის განხილვა მონაზვნებმა მღვდელმსახურთან ერთად, ასეთსავე შეხვედრაზე, მარტში დაიწყეს.
ამ დოკუმენტს, იგივე პაპის ბულას ასე ჰქვია: Spes Non Confundit - „ხოლო სასოება არასდროს გვიმტყუნებს“ (რომ 5,5). შესაბამისად, მამა დარიუშ კომადოვსკიმ შეხვედრაც ამ თემის ირგვლივ განავრცო:
„დღეს ვისაუბრეთ, როგორ შეგვიძლია, რომ „იმედის ნიშნები“ გავხდეთ სხვა ადამიანებისთვის, სხვადასხვა კონტექსტსა და ადგილზე. კონკრეტული ადგილები და მოწყვლადი ჯგუფები, თავად პაპმა ფრანცისკემ შემოგვთავაზა დოკუმენტში. ეს არის მუშაობა მშვიდობისთვის, ზრუნვა ახალგაზრდებზე, ავადმყოფებზე, მოხუცებზე, ხანდაზმულებზე, პატიმრებზე, მიგრანტებსა და ღარიბებზე“, – განმარტავს მამა დარიუში.
შეხვედრა მთავარი თემაზე საუბროს გარდა მოიცავდა მედიტაციასა და წმ. წირვასაც, რომელიც არალში, უძველეს „ირმის ეკლესიაში“ აღევლინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მონაზვნები: წმ. იოსების მცირე ქალიშვილთა კონგრეგაციიდან, დედა ელიზაბეტის დების კონგრეგაციიდან, სალელ დათა კონგრეგაციიდან და წმ. ნინოს კონგრეგაციიდან.
მსგავსი სულიერი შეხვედრები მონაზვნებისთვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.
თაკო ფეიქრიშვილი
Commentaires