top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პირველად ეკლესიაში, სინოდის გენერალური მდივნის მოადგილედ ქალი დაინიშნა


წმინდა მამამ ეპისკოპოსთა სინოდზე გენერალური მდივნის ორი მოდგილე დანიშნა. ერთი მათგანი 60 წლის ესპანელი, ავგუსტინელი მღვდელი, მამა ლუის მაინ დე სან მარტინია. იგი ამ დრომდე ავგუსტინელთა ორდენის გენერალური ასისტენტი იყო. მეორე მოადგილე კი, 52 წლის ფრანგი მონაზონია – და, ნატალია ბეკარი. იგი საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციასთან არსებულ მოწოდებების სამსახურსა და ახალგარზდების ევანგელიზაციის ეროვნულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. პაპმა, მამა დე სან მარტინის მიანდო სულიანის საეპისკოპოსო ტიტულარული კათედრა.


მისი უსამღვდელოესობა ლუის მარინ დე სან მარტინი მღვდლად ხელდასხმულ იქნა 1988 წელს, შემდეგ მადრიდში, პაპის უნივერსიტეტში თეოლოგიის განხრით, მიიღო დოქტორის ხარისხი. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. იყო სასულიერო სემინარიის მასწავლებელი, სამონასტრო პროვინციის, სან–მარია დელავიდის აბატის მრჩეველი, ასწავლიდა ღვთისმეტყველებას სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. იყო ორდენის არქივის ხელმძღვანელი და ავგუსტინელთა სასულიერო ინსტიტუტის პრეზიდენტი.


და ნატალია ბეკარი სწავლობდა პარიზის უმაღლეს კომერციულ სკოლაში, შემდეგ კი პარიზის იეზუიტთა სკოლაში „ჩრდილოეთი“, საზოგადოებრივ მეცნიერებებს უმაღლეს სკოლაში და ღვთისმეტყველებას დაეუფლა ბოსტონის უნივერსიტეტში. 1995 წელს შევიდა „იესო ქრისტეს მისიონერთა“ კონგრეგაციაში. მუდმივი აღთქმები კი დადო 2005 წელს. 2019 წლიდან იყო ეპისკოპოსთა სინოდის გენერალური სამდივნოს კონსულტანტი. და ნატალია ბეკარი ეპისკოპოსთა სინოდის დაარსებიდან დღემდე პირველი ქალია, რომელიც გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებს.


„ვატიკან ნიუსთან“ საუბარში, სინოდის გენერალურმა მდივანმა კარდინალმა მარიო გრეკმა განაცხადა, რომ და ნატალიას, როგორც სინოდის გენერალური სამდივნოს დამხმარეს, მიენიჭა ხმის უფლება ასამბლეებზე. მისივე თქმით, ქალის დანიშვნა კარს უღებს სხვა ქალებს ეპისკოპოსთა სინოდსზე მონაწილეობის მიღებისა და ხმის უფლებაში.

ეპისკოპოსთა სინოდის არსებობის ისტორიის მანძილძე პირველად დაინიშნა სამდივნოს ორი დამხმარე. კარდინალი გრეკი ვარაუდობს, რომ ეს გენ-სამდივნოს მოუტანს დიდ წარმატებას, რომელიც წაუძღვება სინოდალურ ასამბლეას, რომელიც უნდა იყოს სინოდური პირველ რიგში.


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page