top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რა უთხრა პაპმა სინოდის მონაწილე ეპისკოპოსებს

Updated: Oct 6, 2023


4 ოქტომბერს ვატიკანში, პაპ პავლე VI - ის დარბაზში ეპისკოპოსთა სინოდის რიგით XVI გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელიც 2023 წლის 29 ოქტომბერს დასრულდება. “სინოდის პროტაგონისტები ჩვენ კი არა, სულიწმინდაა”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ ანსაბლეაზე.

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პაპი გულითადად მიესალმა სინოდის 464–ე მონაწილეებს, კარდინალებს, ეპისკოპოსებს, მღვლებს, ბერ-მონაზვნებსა და საერო პირებს და შეახსენა, რომ ეკლესია ყოველთვის არ იყო მზად სინოდურობაზე სასაუბროდ, თუმცა ახლა ეპისკოპოსებისა და ღვთის ხალხისთვის მთელს მსოფლიოში ეს თემა სულ უფრო აქტუალური ხდება – “ეს იოლი არ არის, თუმცა შვენიერია”.


წმინდა მამამ ასამბლეის მონაწილეებს ურჩია წაიკითხონ წმინდა მამათა ტექსტები სულიწმინდის შესახებ, რაც დახმარება იქნება სინოდურ გზაზე სვლისას, „ვინაიდან ეკლესიის ცხოვრების უმთავრესი ფიგურა სულიწმინდაა. სწორედ მას მიჰყავს ეკლესია წინ, როგორც მისი დედობრივი საწყისი, მას მივყავართ ხელჩაკიდებულები და მოაქვს ნუგეში“.


რომის ეპისკოპოსმა სინოდში მონაწილე მამებს მოუწოდა, მრავალფეროვნებაში იშრომონ ჰარმონიულობისათვის და აღნიშნა, რომ ჰარმონიულობა აუცილებლად დატოვებს ადგილს ნიუანსებისათვის, რომლეთა გარეშეც ეს ასამბლეა დაკარგავს თავის სპეციფიკას –„ნებისმიერი სპეციფიკა უნდა ეწყობოდეს ეკლესიის სიმფონიას, თუმცა ეს სულიწმინდის საქმეა და არა ჩვენი ძალისხმევის“.


პაპმა სინოდის მონაწილეები გააფრთხილა თავი შეიკავონ არაფრისმთქმელი სიტყვებისა და სინოდური სამუშაოსადმი არასწორი მიწიერი მიდგომებისაგან და დასძინა, რომ სინოდი სულაც არ არის პარლამენტი, არც გაერო, არც საეკლესიო სამწყო საკითხების ირგვლივ შეკრება და არც მეგობრების შეხვედრა, სადაც რაიმე მომენტარული საკითხები წყდება. სინოდი არის სულიწმინდის მიერ აღსრულებული მოგზარუობა“.


წმინდა მამამ შეაქო პრესის ხარისხიანი მუშაობა და გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ ხანდახან საინფორმაციო საშუალებები კონცენტრირებული არიან მხოლოდ მძაფრ საკითხებზე და მოუწოდა ჟურნალისტებს, ისაუბრონ ეკლესიის პრიორიტეტულ ინტერესებზე. „გულდასმით მოსმენაში ყველამ თავისუფლად უნდა გამოხატოს თავისი მოსაზრება“, – თქვა პაპმა და დაამატა, რომ სწორედ სულიწმინდაა ხსნის ისტორიის შემოქმედი, რომელიც გენერალურ ასამბლეაში მონაწილეებს რწმენაში განამტკიცებს.


საუბრის ბოლოს, პაპმა განაცხადა, რომ სინოდური მუშაობის პერიოდი უნდა მიმდინარეობდეს სულიწმინდის ნიშნის ქვეშ.


“ეკლესიამ პაუზა აიღო, როგორც ეს მოციქულებმა გააკეთეს დიდ პარასკევსა და დიდ შაბათს. ისინი შიშის გამო ჩაიკეტნენ, ჩვენ კი სულ სხვა მიზეზით ვიკეტებით, თუმცა აქ საუბარია პაუზაზე. ეს არის მთელი ეკლესიის შეჩერება, რომელიც უკვე უსმენს და ეს უმთავრესი გზავნილია. მადლობა თქვენ შრომისათვის, მადლობა იმისათვის, რასაც აკეთებთ. გირჩევთ, თუ ამის საშუალება მოგეცემათ, წაიკითხოთ წმინდა ბასილ დიდის შემოქმედება, ის ძალიან დაგეხმარებათ. მადლობა”.


წყარო: www.vaticannews.va/


შოთა გიქოშვილი



Comments


bottom of page