90–იანი წლებიდან საქართველოში სალელთა ორდენის ბერები (SDB) ჩამოვიდნენ, 1999 წლიდან კი, სალელი მონაზვნები (FMA). ამჟამად ისინი თბილისსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში მოღვაწეობენ.

ორდენის მფარველია დონ ბოსკო, რომლის მოხსენიებაც 31 იანვარსაა. მფარველი წმინდანის მსგავსად, ორდენის მონაზვნები და მღვდლები ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება – განვითარებაზე ზრუნავენ.
სალელი ბერები
სალელთა კონგრეგაციის დამფუძნებელია წმ. იოანე ბოსკო. ჩვენი ქარიზმის მიმღები ბავშვები და ახალგაზრდები არიან, განსაკუთრებით ღარიბები.
ამ დროისათვის (2025 წელი) საქართველოში ხუთი სალელი მსახურებს: მამა ვიტოლდი, მამა ანატოლი, მამა მიხაელი, მამა ანჟეი იანიცკი, მამა კშიშტოფ ნესტორუკი.
1987 წლის 24 ივნისს, პირველი ჩამოვიდა მამა ანჟეი იანიცკი.
უკვე 38 წელია, რაც საქართველოში ვიმყოფებით. ჩვენი აქ ყოფნის მიზანია ვემსახუროთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. სალეზელთა პირველი საკრებულო, მიძღვნილი წმ. გიორგისადმი, დაარსდა 2016 წლის 24 ივნისს.

2025 წელი სალელთა საკრებულოსათვის არა მხოლოდ იმედის წელია, არამედ მისი პირველი მისიონერული ექსპედიციის 150 წლის იუბილეც. ჩვენი იმედია ახალი მისიონერული მოწოდებები, ასევე - საქართველოში.
სალელ დათა კონგრეგაცია
ჩვენ ვართ ქრისტიანთა შემწე მარიამის ქალიშვილები, მთელს მსოფლიოში ცნობილი, როგორც სალელი დები; კონგრეგაციის დამაარსებლები არიან წმ. იოანე ბოსკო და წმ. მარია დომენიკა მაცარელო.
ჩვენ ცხოვრება ღმერთს შევწირეთ, რათა იესო ქრისტეს ვემსახუროთ და ვიზრუნოთ ახალგაზრდების ჰუმანურ და ქრისტიანულ აღზრდა-განათლებაზე.
საქართველოში 1997 წლიდან ვიმყოფებით. ამჟამად ვართ ექვსი მონაზონი ორ საკრეულოში: და სილვა ალბერტიანი, და დოროტა ვორსოვიჩი და და ანა გრეტკირევიჩი თბილისში ემსახურებიან ლათინური წესის კათოლიკეებს, ხოლო და სუსანა ელაზიანი, და რიფსიმე ხაჩატურიანი და და ჰორომსიმა ხაჩატურიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ ტურცხში ემსახურებიან სომხურ კათოლიკურ თემს.
ვმუშაობთ საერო პირებთან ერთად, ინტეგრირებული და პრევენციული განათლების მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ ადრეული ასაკიდან აღმზრდელობითი ზრუნვა მათ ასწავლის ცხოვრებისეული სირთულეების გდალახვას, რომელსაც ისინი აწყდებიან. ყოველდღიურად ვგრძნობთ დიალოგის საჭიროებას, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას, რათა ყოველივე ამან ხელი შეუწყოს სავსე და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას.
ჟურნალი "საბა" /2025, თებერვალი
Comments