top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოს კათოლიკე ეკლესიამ ახალი წელიწადი ფატიმას ღვთიმშობლის წლად გამოაცხადა


ფოტო: Vatican Media / ACI Group

იტალიური საინფორმაციო სააგენტო acistampa.com საქართველოში ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკების მომლოცველობის შესახებ წერს.


საქართველოს პატარა კათოლიკე ეკლესიამ ეს წელიწადი მიუძღვნა ფატიმას ღვთისმშობელს, მაშინ როდესაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმაშეგვიზღუდეს დღესასწაულის აღნიშვნაც. ეს კი ხანდახან დისკრიმინაციის ფონზეც ვლინდება, იმის გათვალისწინებით, რომ მართლმადიდებლობა საქართველოში ითვლება ეროვნულ რელიგიად.


თუმცაღა საქართველოში არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საუბრობს, რომ საქართველოში არსებობს კონფესიებს შორის დიალოგის ფორმატი. ეს სააგენტო დაკავებულია რელიგიური საკითხებით და ამზადებს წლიურ ანგარიშებს.

გასული წლის თებერვალში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დადებითად შეაფასა სააგენტოს მუშაობა რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ვალდებული არ არის, თუმცა იგი მაინც აძლევს და უბრუნებს უმცირესობებს რელიგიურ ფასეულობებს და აქვე აღნიშნა, თუ როგორ გადასცა სახელმწიფომ კათოლიკეებს მიწა ეკლესიის მშენებლობისათვის ქალაქ რუსთავში.


სინამდვილეში კი, ამ ეკლესიის მშენებლობის საქმემ განიცადა არაერთი აღმასვლა და დაბლასვლა.საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. საბოლოოდ კი,ეკლესია გაშენდა სულს სხვა ადგილზე და არა იქ, სადაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.


სიმბოლურია, რომ პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც მოილოცა საქართველო 2016 წელს, გაიარა წმინდა კარში, რომელიც იმ ადგილზე იდგა, სადაც ეკლესია უნდა აშენებულიყო.

და ზუსტად დიალოგისა და ურთიერთგაგების სახელით განხორციელდება ღვთისმშობლის ქანდაკებით მიმლოცველობა. ასევე დაგეგმილიარიგი ინიციატივები და იდეები, რომლებსაც განახორციელებსსაქართველოს კათოლიკური ეკლესიის ოჯახების კომისია.


ინიციატივები მოიცავს შეხვედრებს წმინდა წერილის საკითხებთან დაკავშირებით, ქორწინებისათვის მოსამზადებელ შეხვედრებს და ახალგაზრდა წყვილებისათვის საზაფხულო ბანაკებს. მსგავსი ფორმა კარგია, რათა ოჯახებმა მეტი გაიგონ და გახდნენ თვით ეკლესიის მისიის განუყოფელი ნაწილი.


ამიერკავკასიის ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინსტრატორმაეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ACI Stampa-ს განუმარტა, რომ ახალი წელიწადის მარიამისადმი მიძღვნა,ეს არის ბუნებრივი გაგრძელება გასუწლი სამწყსო წლისა, რომელიც ახლახანს დამთავრდა. ფაქტობრივად, 2020 წელი ეძღვნებოდა სიწმინდეს და შესაბამისად, დევიზი იყო „წმინდანობა საქართველოში“. ეს კი თავის მხრივ მოიცავდა 2019წლისსამწყსო წლის გაგრძელებას.


ეპისკოპოსკმა შეაჯამა 2020 წლის სამწყსო წერილი: „წმინდანობა ხდის ჩვეულებრივს არაჩვეულებვრივად, ხოლო წმინდანი არის არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი. ასე რომ შეგიძლია გააცნობიერო, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც შენს ირგვლივ იმყოფება, შეიძლება თავისი ჩვეულებრივი ცხოვრებით იყოს არააჩვეულებრივი. პაპი ფრანცისკე ასეთ წმინდანებს უწოდებს „წმინდანები მეზობლად.“ ეს კი ხშირად არის სიწმინდე მეზობლად“.


ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველს შეუძლია გახდეს წმინდანი. ზუსტად ამასთან დაკავშირებთ, 2021 წელს ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკება დატოვებს პორტუგალიას და ჩამოვა ჩვენთან. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ღვთისმშობელმა მოილოცოს ყველა საკრებულო, მათ შორის ყველაზე პატარა და იზოლირებულიც კი. ვთხოვთ მას გვაკურთხოს და შეგვიფაროს თავის კალთის ქვეშ, კვლავ გვიჩვენოს თუ ვის უნდა გავყვეთ და ვინ უნდა გვიყვარდეს. „ის რასაც გეტყვით, აღასრულეთ“ (იოან.2,5). იგი გვიჩვენებს, თუ როგორ გავხდეთ მისი ძის მოწაფეები.


„ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკებისჩამობრძანების იდეა დაიბდა ნუნცის (ვატიკანის ელჩი საქართველოსა და სომხეთში), ჟოზე ბეტანკურის ჩართულობით. იგი დაბადებულია პორტუგალიაში და ფატიმაშითავს გრძნობს, როგორც სახლში. ჩვენ გვსურს, რომ ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკებამ მოილოცოს ყველა საკრებულო. ჩვენ ასევე ორგანიზებას ვუწევთ საწყსო გეგმებს მთელი წლისათვის. შევეცდებით ქართულ საზოგადოებას მივცეთ საშუალება შეხვდნენ იმას, რაზეც კომუნისტების პერიოდშიც კი გაგონილი ჰქონდათ“, -აღნიშნა ეპისკოპოსმა.


„ყოველი სამწსყო წელიწადი ჩვენთან მთავრდება ორდღიანი სინოდური ასამბლეით, სადაც ვიკირბებით ყველა სამრევლოს წარმომადგენლებთან ერთად და ვადგენთ მომდევნო წლის გეგმებს. ბოლო სინოდურ ასამბლეაზე გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ინტერნეტ გამოცემა „საბამედია“ ( კათოლიკური ეკლესიის საინფორმაციო ინტერნეტ პორტალი). აღნიშნული წარუდგენს და შესთავაზებს მაყურებელს (თუნდაც კორონავირუსის დროსაც) ვიდეო და ფოტო მასალებს. (წმინდა წირვების, კატეხეზაციების და ა.შ პირდაპირი ჩართვები ინტერნეტის საშუალებით).


„საბამედია“ უკვე ერთი თვეა, რაც მოღვაწეობს და ჩვენთვის საკმაოდ ფასეული გახდა“, - გაიხსენა ეპისკოპოსმა.


მასალა წარმოადგენს თარგმანს იტალიური სტატიიდან - Chiesa Cattolica in Georgia, un anno pastorale dedicato alla Madonna di Fatima


bottom of page