6 მაისს, ვატიკანში, სამოციქულო სასახლის წინ, წმიდა დამასის ეზოში შედგა შვეიცარიული გვარდიის ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია. გვარდია 1506 წელს, პაპმა იულიუს მეორემ დააარსა.
ახალგაზრდა ჯარისკაცებმა პაპ ფრანცისკეს წინაშე მუდმივი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცი გამოხატავს ერთგულებასა და მზაობას ემსახურონ წმიდა პეტრე მოციქულის მემკვიდრეებს. შვეიცარიული გვარდიის კოპუსის ფიცის დადებას, ამ უძველს ცერემონიას უკვე მეორე წელია პირდაპირ რეჟიმში გადასცემენ ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.
34–მა ახალწვეულმა საზეიმო ფიცი დადო კორპუსის წინაშე, ცერემონიას დაესწრო პაპ ფრანცისკეს წარმომადგენელი, მისი აღმატებულება ედგარ პენი პერრა.
ამ დღისთვის გვარდიის წევრებმა ჩაიცვეს აბჯარი, რომელიც გამოიყენება პაპის დალოცვის, Urbi et Orbi-ს ცერემონიის დროს, შობასა და აღდგომაზე.
შვეიცარიელებმა ვატიკანის, რომის პირველწამებულთა მოედანი გვირგვინით შეამკეს, გვარდიის 147 დაღუპული ჯარისკაცის უკვდავსაყოფად, რომლებიც დაეცნენ პაპ კლიმენტი მეშვიდეს დაცვისას, 1527 წელს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ცერემონია, ხალხის დასწრების გარეშე ჩაიარა და დაცული იყო ყველა საჭირო ნორმა.
ახალწვეულთა გარდა, ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ორმა მუსკოსმა, ორმა საპატიო ყარაულმა, კორპუსის საკადრო საბჭომ და მათ, რომლებმაც დაჯილდოვდნენ ერთგული სამსახურისათვის.
შევიცარიის მთავრობას წარმოადგენდნენ, ფედერალური საბჭოს წარმომადგენელი გი პერმელონი, ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი ანდერსონ ები და სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ალექს კუპრეხი. შვეიცარიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი იყო პოლიტიკის უსაფრთხოების ჟენევის ცენტრის უფროსი ოფიცერი რონალდ ფერბი, ხოლო შვეიცარიის კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელი იყო მისი აღმატებულება ალენ დე რემი.
შვეიცარიული გვარდია, პოლკოვნიკ ქრისტოფერ გრაფის ხელმძღვანელობით იცავს ვატიკანის შესასვლელებს, საპატიო ყარაული წესრიგსა და სამსახურს პაპის ცერემონიის დროს, სახელმწიფო მიღებებს, ასევე იცავს კარდინალთა კოლეგიას. გვარდიის წევრები არიან შვეიცარიის მოქალაქეები ყველა რეგიონიდან. მათი უმეტესობა სანკტ-კალენედან, ვალედან და ლუცერიდანაა.
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comments