top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ელისაბედ უნგრელის მოხსენიება – 17 ნოემბერი



17 ნოემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ელისაბედ უნგრელს მოიხსენიებს. მას საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ ზეციერ მფარველად მოიხსენიებენ.


ელისაბედ ტურინგელი იყო უნგრეთის მეფის, ანდრაშ II-ის ქალიშვილი. მისი სახელი ელისაბედი, რაც ებრაულად „ღვთით აღვსილს” ნიშნავს, მისი ნათელი მომავლის წინასწარმეტყველება გახდა. მისი სიწმინდე დაფუძნებული იყო სახარებისეულ გულმოწყალებაზე, სიღარიბესა და სიხარულზე. იგი შეიძლება შევადაროთ ჩვენი დროის დედა ტერეზა კალკუტელს, თუმცა წმინდა ელისაბედმა მხოლოდ 24 წელი იცოცხლა (1207–1231).


ელისაბედი 1207 წელს საროსპატაკში (თანამედროვე უნგრეთი)დაიბადა. შუა საუკუნეების წეს-ჩვეულებების თანახმად, დიპლომატიური და პოლიტიკური მიზეზების გამო, ოთხი წლის ასაკში იგი დაინიშნა ტურინგელ გერმანელ პრინცზედა ოთხი წლის ასაკში გადაიყვანეს ტურინგიაში, სადაც იგი აღიზარდა მარბურგში მისი მომავალი ქმრის სასახლეში, რათა შეგუებოდა თავისი პოზიციიდან გამომდინარე მოვალეობებს.


ელისაბედმა აყვავებულ ეზოშიმშვიდი და უდარდელ ახალგაზრდობაგაატარა. მისმა უცხოურმა წარმომავლობამ ხალხის ცნობისმოყვარეობა გამოიწვია და მისმა კეთილგანწყობამ ყველას მიმართ, მისდამი დიდი სიმპათიაგამოიწვია.


ელისაბედი ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და გულმოწყალებით. უყვარდა ლოცვა, ღარიბებს თავის ნივთებს ურიგებდადა როცა გაიზარდა, ავადმყოფების მონახულება დაიწყო. პატივისცემით ეხმარებოდა მათ, როგორც ქრისტე. ელისაბედის ღვთისმოსაობამ განაპირობა ის, რომ მთელმა სასახლემ შესთავაზა მას მონასტერში წასვლა, მაგრამ იგი დარჩა ქორწინების მოწოდების ერთგული.


ელისაბედისა და ლუდვიგის ქორწილი ახლოვდებოდა, 1217 წელს გარდაიცვალა ტურინგიის ლანდგრაფი ჰერმან I. მისი ქვრივი სოფია, უკმაყოფილო იყო რძლის, ღარიბების მიმართ სიყვარულით, ცდილობდა შვილისთვის გადაეფიქრებინა დაქორწინება ელისაბედზე და უნერგავდა სხვა გოგონაზე დაქორწინების იდეას. რომელიც მოიქცეოდა ისე, როგორც მმართველის ცოლს შეეფერებოდა, მაგრამ ლუდვიგმა დაინახა, თუ რა მადლი მისცა მას ღმერთმა ელისაბედის სახით, უარი თქვა მასთან გაყრაზე. დრომ აჩვენა, რომ იგი მართალი იყო, თუმცა მათი ბედნიერი კავშირი, სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა.


14 წლის ასაკში ელისაბედი დაქორწინდა ლუდვიგ IV-ზე, ტურინგიის პრინცზე. მათ სამი შვილი ჰყავდათ.


როგორც ჩანს, ელისაბედზე დიდი გავლენა მოახდინეს ფრანცისკანელებმა, რომლებიც მხოლოდ იმ დროს იწყებდნენ ქადაგებას გერმანულ ქვეყნებში.


მას შემდეგ, რაც ტურინგიის მმართველი გახდა, ელისაბედმა სულიერი მასწავლებლის გავლენით, კიდევ უფრო მეტი დრო და რესურსი შესწირა ღარიბებს. სწორედ ამ დროს შევიდა ელისაბედი მესამე ფრანცისკანელთა ორდენში. ითვლება, რომ წმ. ფრანცისკემ მას შეტყობინება გაუგზავნა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ეიზენახში, ელისაბედის დახმარებით აშენდა ღარიბთა დიდი საავადმყოფო. შიმშილობის წლებში ის ყოველდღიურად აძლევდა მოწყალებას და ასობით გაჭირვებულ ადამიანს კვებავდა.


20 წლის ასაკში ელიზაბეთი დაქვრივდა, რადგან მისი ქმარი წმინდა მიწაზე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, შავი ჭირით გარდაიცვალა. ქმრის გარდაცვალებასთან ერთად, პრინცესაც გარდაიცვალა,... როცა ელისაბედმა ქმრის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ტირილით იმეორებდა: „სამყარო და მისი სიხარული მოკვდა ჩემთვის“! იმავე წუთიდან მასში წმინდა ფრანცისკე ასიზელის სინანულის სულისკვეთება განსახიერდა. ცხოვრობდა მისი წესდების მიხედვით, სიღარიბეში, მიატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და ცხოვრობდა ლოცვებში, მოწყალებასა და სიკეთის კეთებაში.


ელიზაბედი ქმრის სასახლიდან გააძევეს, რადგან მის ახლობლებს არ მოსწონდათ, რომ შიმშილობის დროს, პურს ღარიბებსა და მშივრებსურიგებდა.


ვარდების სასწაული ამას უკავშირდებოდა. სასახლეში ეჭვობდნენ, რომ მშივრებს იგი პურსწინსაფარში გახვეულს ატანდა. ამიტომ ელისაბედი იძულებული გახდა ეჩვენებინა ის, რასაც წინსაფარში მალავდა. მოხდა სასწაული, წინსაფრიდან ვარდის ფურცლები ჩამოიყარა, ეჭვი, რომ ელისაბედმა პური მოიპარა განქარდა. მისი ცხოვრების ამ ეპიზოდის გამოსახვა დაიწყო ყველა ფერწერასა და ქანდაკებაში, ვარდები გახდა მისი ატრიბუტი.


იგი ასევე ზრუნავდა საზოგადოებისგან გარიყულ კეთროვნებზე. მარბურგში მან დააარსა საავადმყოფო, სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა, ავადმყოფებს უვლიდა. მისი მოწყალების ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ერთხელ, სანამ მისი ქმარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, კეთროვანი ობოლი ცოლ-ქმრულ საწოლში ჩააწვინა, რამაც ქმრის რისხვა გამოიწვია. მან გადახადა ფარდა და საწოლში იპოვა არა ავადმყოფი ბავშვი, არამედ ჩვილი ქრისტე. ამის შემდეგ მან მეუღლეს ქველმოქმედების ნება დართო.


ელიზაბეთი გარდაიცვალა მარბურგში 1231 წლის 17 ნოემბერს და 1235 წელს რომის პაპმა გრიგოლ IX-მ შერაცხა წმინდანად. ელისაბედ უნგრელის მოხსენიება 17 ნოემბერს დაწესდა.



შოთა გიქოშვილი


bottom of page