top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის დალუქული აპარტამენტი გაიხსნა [ვიდეო/ფოტო]

პაპმა ლეონ XIV-მ ვატიკანის სამოციქულო სასახლეში მდებარე პაპის აპარტამენტი გაიხსნა, რომელიც პროტოკოლის შესაბამისად, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ დალუქული იყო.


პაპი ლეონ XIV პაპის აპარტამენტებში (@Vatican Media)
პაპი ლეონ XIV პაპის აპარტამენტებში (@Vatican Media)

11 მაისს, პაპმა ლეონ XIV-მ გახსნა სამოციქულო სასახლეში მდებარე პაპის აპარტამენტი — მოიხსნა კარზე არსებული ბეჭდიანი ლუქი, რომლითაც აპარტამენტი  21 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ დაილუქა.


გახსნის ცერემონია გაიმართა კამერლენგოს — კარდინალ კევინ ჯოზეფ ფარელის, სახელმწიფო მდივნის — კარდინალ პიეტრო პაროლინის, ზოგადი საკითხების მდივნის მოადგილის — არქიეპისკოპოს ედგარ პენია პარას, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივნის — არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერისა და პონტიფიკური სახლის პრეფექტის — მონსინიორ ლეონარდო საპიენცას თანდასწრებით.


პაპი ლეონ XIV სამოციქულო სასახლეში მდებარე პაპის აპარტამენტების სამლოცველოში (@Vatican Media)
პაპი ლეონ XIV სამოციქულო სასახლეში მდებარე პაპის აპარტამენტების სამლოცველოში (@Vatican Media)
პაპი ლეონ XIV სამოციქულო სასახლის მესამე სართულის დერეფანში (@Vatican Media)
პაპი ლეონ XIV სამოციქულო სასახლის მესამე სართულის დერეფანში (@Vatican Media)


 

 

 

Comments


bottom of page