2021 წლის იანვარში პაპმა ფრანცისკემ საერთო რომაულ კალენდარში შეიტანა ცვლილება და გააერთიანა წმინდა მართას, მარიამისა და ლაზარეს მოხსენიება. შესაბამისად, 29 ივლისს, არა მხოლოდ წმინდა მართა მოიხსენიება, არამედ მისი და–ძმაც, მარიამი და ლაზარე.
ბეთანიელი და–ძმის, მართას, მარიამისა და ლაზარეს შესახებ მხოლოდ ლუკა და იოანე მახარობლები გვიყვებიან, თუმცა სახარებების გარდა, ხშირად ეყრდნობიან ლეგენდებს მათ შესახებ.
იერუსალიმიდან არც თუ ისე შორს, ზეთისხილის მთის ძირში მდებარე პატარა ქალაქ ბეთანიაში იდგა სახლი, სადაც ცხოვრობდნენ მართა, მისი და – მარიამი და ძმა – ლაზარე. ისინი მეგობრობდნენ იესოსთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მათ.
ერთ დღეს, როცა იესო ესტუმრათ, მართამ მოამზადა სუფრა და ემსახურებოდა, რომ არაფერი დაჰკლებოდათ, მისი და კი, იესოს ფეხებთან იჯდა და უსმენდა უფლის საუბარს. ლუკა მახარობელი წერს:
“მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას”. (ლუკ.10, 38–42).
პაპი ფრანცისკე ამბობს: “სიბრძნე ისაა, რომ ორი რამ გააერთიანო: განჭვრეტა და ქმედება. ამას მართა და მარიამი გვასწავლიან”.
შემდეგი სცენა დრამატული და ამავდროულად ლამაზია. იგიუკავშირდება ლაზარეს აღდგენას. იესო მიდის თავის მეგობრებთან, თუმცა მანამდედები უგზავნიან იესოს უწყებას: “უფალო, ვინც შენ გიყვარს, ავად არის” (იოან.11,3). სამწუხაროდ, როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე უკვე გარდაცვილილი დახვდა, მართამ კი უთხრა: “უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღეა, რაც დავასაფლავეთ”. თითქოს უკვე ყველაფერი დაგვიანებული იყო, მაგრამ აქ დიდ როლს ასრულებს რწმენა და ნდობა, რომელსაც მართა გამოხატავს: ”რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი” (იოან.11,22).
მეგობრებთან იესოს მომდევნო ვიზიტი პასექამდე 6 დღით ადრე შედგა.
სახარება არ გვიყვება რა ბედი ეწიათ დებსა და მათ ძმას. ტრადიციის თანახმად, დებმა იესოს სამარხთან მიიტანეს ნელსაცხებლები.
პროვანსული და ბურგუნდიული ლეგენდების თანახად კი,იესოს მდევნელებიმისი მეგობრები ჩასვეს ისეთ გემში, რომელსაცსაჭე არ ჰქონდა. ისინი ზღვაში დასახრჩობად იყვნენ განწირულები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე მივიდნენ, კერძოდ მარსელთან. ვარაუდობენ, რომ იქ ლაზარე პირველი ეპისკოპოსი გახდა და მისი ნეშტი გადასვენებულია, საფრანგეთის ქალქებში, ოტენსა და ავალონში.
მარიამი გახდა განდეგილი, ხოლო მართა ცხოვრობდა თავისივე დაარსებულ მონასტერში.
სხვა ვერსიის თანახმად, დევნამ აიძულა მართა, მარიამი და ლაზარე დაეტოვებინათ იერუსალიმი, რათა ექადაგათ სახარება, სადმე, თანამედროვე მსოფლიოში.
აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, ლაზარე გახდა კვიპროსის ეპისკოპოსი. იგი მოუთმენლად ელოდა იქ ღვთისმშობლის, წმინდა პავლესა და ბარნაბას ვიზიტს. მისი სამარხი ლარნაკაში, კვიპროსზე მდებარეობს, ხოლონეშტი ჯვაროსნების ლაშქრობების დროს, საფრანგეთში კონსტანტინოპოლის გავლით უნდა გადაესვენებინათ.
რაც შეეხება დებისა დაძმის იკონოგრაფიას,გასათვალისწინებელია, რომ ახალ აღთქმაში საკმაოდ მრავლად გვხვდება ქალები სახელით „მარიამი“. მათ ხშირად ან აერთიანებდნენ ან შეცდომით გამოსახავდნენ, ამიტომაც მათი ინტერპრეტაციისას სიფრთხილეა საჭირო.
რაც შეეხება ლაზარეს, იგი ყასბების, მესაფლავეების, კეთროვნებისა და ლაზარეს კონგრეგაციის ღარიბთა მფარველია. იგი ხშირად გამოსახულია აღდგინების პროცესში.
წმინდა მართას გამოსახულება გვხვდება გველეშაპთან ერთად. ლეგენდის თანახმად, მართაამარცხებს გველეშაპს.
გარდა ამისა, იგი გამოირჩევა სხვადასხვა ატრიბუტიკითაც. წიგნისა და ჭურჭლის გარდა,ასევე გამოსახულია ერთი უბრალო ნივთით – ხის კოვზით. იკონოგრაფიაში მასხშირად ვხვდებითმოკძრალებული ტანისამოსით, მოფუსფუსეან მაგიდასთან ან სამზარეულოში. წმინდა მართა დიასახლისების მფარველია ანუ მათი, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ რეალობას ქმნიან.
Catholic.ge
Comments