top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა საყდარი სწუხს ნიკარაგუაში არსებულ ანტიეკლესიურ სიტუაციაზე



რამდენიმე დღის წინ, ნიკარაგუას ხელისუფლებამ აკრძალა მსვლელობა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო დედაქალაქ მანაგუას ქუჩებში, როგორც ღვთისმშობლის მომლოცველობის დასასრული.


აკრძალვის გამო, ღვთისმსახურება ტაძრის კედლებში ჩატარდა. მანამდე კი ქველმოქმედების მისიონერები (დედა ტერეზა კალკუტელის დები) ქვეყნიდან გააძევეს, დაიხურა კათოლიკური რადიოსადგურები, ასევე შინაპატიმრობა მიესაჯა მატაგალპას ეპარქიის ეპისკოპოსს როლანდო ხოსე ალვარესს. იგი ბრალდებულია არეულობის გაღვივებაში, რომელსაც მის ქადაგებას უკავშირებენ.


წმიდა საყდარმა, ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციის მუდმივი დამკვირვებლის, მონსინიორ ხუან ანტონიო სერანოს მეშვეობით, ღრმა შეშფოთება გამოხატა ნიკარაგუაში არსებული ანტიეკლესიური სიტუაციის გამო და მხარეებს ურთიერთგაგების გზებისკენ, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემასა და ურთიერთნდობაზე.


ვატიკანის დიპლომატის თქმით, წმიდა საყდარი ყოველთვის მზადაა ითანამშრომლოს მათთან, ვინც დიალოგის მხარესაა. მას მიაჩნია, რომ მოლაპარაკება დემოკრატიის შეუცვლელი ინსტრუმენტია და უფრო ჰუმანური და ძმური ცივილიზაციის გარანტია.


ნიკარაგუაში არსებული ვითარება იყო ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის სპეციალური სესიის ყურადღების ცენტრშიც. ორგანიზაციამ მოუწოდა ორტეგას მთავრობას შეეწყვიტა ეკლესიის, კათოლიკური ორგანიზაციებისა და მედიის დევნა.


ნიკარაგუას ხეისუფლების ქმედება დაგმეს შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა, ასევე სხვადასხვა კათოლიკურმა ორგანიზაციამ, როგორიცაა: ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ეპისკოპოსთა საბჭო (CELAM) და სხვადასხვა ქვეყნის საეპისკოპოსო კონფერენცია - მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ნიკარაგუას ეკლესიას.


წყარო: www.vaticannews.va

Comments


bottom of page