top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ფრანცისკე სალელი, მოძღვარი - მაუწყებელი


პერუს ეპისკოპოსთან შეხვედრისას, პაპმა ფრანცისკემ თავისი წინასიტყვაობა დაიწყო წმიდა ტირიბიო დე მორგოვეხას მონათხრობით და მასზე, როგორც მწყემსის მაგალითზე ისე ისაუბრა: „მას სურდა გასულიყო მეორე ნაპირზე დაკარგულისა და მივიწყებულის საძებნელად. მოუწია მიეტოვებინა ეპისკოპოსის ყველანაირი პრივილეგია და ემოგზაურა მისთვის მინდობილ ტერიტორიებზე გამუდმებული სამწყსო საქმიანობით. აღმოეჩინა და დარჩენილიყო იქ, სადაც ამისი აუცილებლობა იყო“.


დღეს ჩვენ შეგვიძლია მას ვუწოდოთ „ქუჩის ეპისკოპოსი“. ეპისკოპოსი, რომელსაც ფეხსაცმლის ძირები გაცვეთილი ჰქონდა სიარულით, შეკრებებზე მისვლით, სადაც უქადაგებდა სახარებას ყველას, ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ სიტუაციაში უშიშრად და შეუჩერებლად.


პაპი ამ ეპისკოპოსზე საუბრით გვახსენებს უამრავ სამაგალითო მწყემსს და მათ შორის წმინდა ფრანცისკე სალელს, რომელიც იყო ნოვატორული და კომუნიკაბელური ადამიანი. იგი თავის სიღრმისეული შემოქმედებითობით ეძებდა გზებს ხალხის რწმენამდე მისაყვანად. მას თვლიან სახარებისა და ჭეშმარიტების დაუღალავ მქადაგებლად თავისი უბრალო ჩანაწერებით, რომლებსაც კარდაკარ არიგებდა.


ისევე, როგორც სხვა გამავრცელებლებს, მასაც კარგად ესმოდა თავისი დროის ენა, ზრუნდავდა და წუხდა თავის ხალხზე, იგი გრძნოდა ხალხის სიღრმისეულ საჭიროებებს. სწორედ ამ გზით აღწევდა ჭეშმარიტებას.


იმ გამავრცელებლებმა და მწყემსებმა, რომლებმაც უარი არ თქვეს შეემჩნიათ თავისი ხალხის განსხვავებები და დაძაბულობები, ესმოდათ, რომ მხოლოდ სიტყვები და წერა არ იყო საკმარისი, არამედ, თუ სურდათ ადამიანში შეღწევა და მათთან კონტაქტის დამყარება, აუცილებელი იყო საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა და გადაცემა იმისი, რისი გავრცელებაც სურდათ.


წმიდა ფრანცისკე სალელს კარგად ესმოდა, რომ ევანგელიზაცია სიყვარულის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ საუკეთესო გზა სიმართლის გადაცემისა არის იესოსადმი მიძღვნა სხვა ადამიანების სიყვარულისა და საკუთარი ცხოვრებისა და პიროვნების გადაქცევა, იმ ინსტრუმენტად, რომელიც ღვთის სახარებას ადამიანებამდე მიიტანს.


წმინდა ტურიბიუს დე მოგროვეხა და ფრანცისკე სალელი ორ სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ორივეს აერთიანებდა თავისი დროის სინამდვილის ინტუიციური აღქმა. მათ შეეძლოთ გაეზიარებინათ ის შეკითხვები და ეჭვები, რომლებიც იბადებოდა, შეეძლოთ საერთო გზით სიარული, შეეძლოთ განთავისუფლებულიყვნენ თვითგანდიდების გრძნობებისაგან და თავმდაბლად მიეძღვნათ თავი საერთო სიკეთის მსახურებისათვის.


ორივე წმინდანი არის მაგალითი და გამოწვევა კათოლიკე ეკლესიის საინფორმციო საშუალებებისათვის, ვინაიდან ყოველი ეპოქა არის გამოწვევა გამოხატვის სწავლისა. „გაცნობიერება იმედებისა“, სახარების ინკულტურაციისა.


დღეს, პაპი გვთავაზობს უსამართლობას ავხადოთ ფარდა, ვიბრძოლოთ ეკლესიის ერთიანობისთვის და ვისაუბროთ იმ ენაზე, რომელ ენასაც იყენებენ ახალგაზრდები.

ორივე ზემოდ ხსენებული ფიგურა გახლავთ სამწყსო საქმიანობაში ეკლესიის მაგალითი, რომლებმაც ჩაიცვეს ქუჩის ფეხსაცმელი და იქ, სადაც ამის საჭიროება იყო, ორივე ცდილობდა მიეღწია მეორე ნაპირზე, არა მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით, არამედ ყოფიერადაც მიახლოვებოდნენ მათ, რომლებიც შორს იყვნენ. მათ ჰქონდათ გამძაფრებული სურვილი ამ ხალხის გაცნობისა და მათი საჭიროებების გაგებისა, რომ შეეთავაზებინათ სახარება.


წყარო: www.infoans.org


თარგმანი: შოთა გიქოშვილი

bottom of page