top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

10 ქრისტიანული ფილმი, რომელსაც მაყურებელი 2021 წელს იხილავს


მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, რომელიც კინოთეატრებსაც შეეხო, ფილმების გადამღები ჯგუფები მაინც დაუღალავად შრომობდნენ, რათა ქრისტიანულ რწმენაზე დაფუძნებული ახალი ფილმები შეეთავაზებინათ მაყურებლებისთვის.

ამ ჩამონათვალში იმ ფილმების სიას შემოგთავაზებთ, რომლებსაც მაყურებელი 2021 წელს კინოთეატრებში იხილავს:



„ქრისტეს ვნებანი: აღდგომა“


ეს გახლავთ 2004 წელს გადაღებული ფილმის, „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილი, რომელიც ქრისტეს აღდგომის შესახებ იქნება. ფილმში მოქმედება პირველი ნაწილის დასასრულიდან გაგრძელდება. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ჯეიმს კევიზელი ამბობს: „ეს იქნება უდიდესი ფილმი მსოფლიო ისტორიაში, სახელწოდებით ‘ქრისტეს ვნებანი: აღდგომა.’“


იესოს როლის შემსრულებელმა მსახიობმა ჯეიმს კევიზელმაც ისაუბრა ფილმის მეორე ნაწილის შესახებ. იგი ისევ იესოს როლს შეასრულებს. ფილმის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არაა ცნობილი.



"გამომსყიდველი სიყვარული"

ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების წიგნის შინაარსზე.

„ამ წიგნის მეშვეობით უამრავი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა. მჯერა, რომ ფილმის მეშვეობითაც ძალიან ბევრის ცხოვრება შეიცვლება.“ – აცხადებს ფილმის პროდიუსერი სინდი ბონდი.


ტრეილერის მიხედვით, ერთ-ერთი მსახიობი ქალი აცხადებს, რომ ის არაა მორწმუნე, თუმცა წიგნი უბიძგებს მას, გადაამოწმოს თავისი არჩევანი. „არ ვარ მორწმუნე, მაგრამ ეს წიგნი რწმენის სურვილს მიჩენს.“ – ამბობს მსახიობი.


ფილმის გამოშვება 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.


„იესოს რევოლუცია“


Lionsgate და Kingdom Story Company გაერთიანდნენ ფილმისთვის, რომელიც 1970-იან წლებში კალიფორნიის სამხრეთში მომხდარ სულიერ გამოღვიძებას შეეხება. იგი ცნობილია, როგორც „იესოს მოქმედება.“


მთავარი როლის შემსრულებლები იქნებიან მსახიობები: ჯიმ გაფიგანი და იოელ კორტნი.



„გაუტეხელი ბიჭი“


ფილმი დაფუძნებულია რეალური ბიჭის, აიოვა ოსტინ ლერეტის ამბავზე, რომელსაც აუტიზმი და ძვლების უიშვიათესი დაავადება აქვს. ლერეტის რწმენის შესახებ მამამისმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით „გაუტეხელი ბიჭი“.


გადაღებები გასულ წელს ოკლაჰომაში დაიწყო ძმები ერვინებისა და Kingdom Story company-ს ერთობლივი შრომით.



„მამაცნი“


ალექს და სტივენ კენდრიკებმა გასულ წელს განაცხადეს, რომ გამოუშვებდნენ აღნიშნული ფილმის განახლებულ ვერსიას ახალი სცენებითა და შეცვლილი დასასრულით.

ფილმი 4 ამერიკელი პოლიციელის ისტორიაა მათი რწმენის, ოჯახური პრობლემების, შიშის და იმედის შესახებ.


ფილმი პირველად კინოეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა.



ძმებ კენდრიკების ფილმი


წარმატებული ქრისტიანი რეჟისორები კიდევ ერთი ახალი ფილმის გამოსაშვებად ემზადებიან. ფილმის სათაურს რეჟისორები ჯერ არ ასაჯაროებენ, თუმცა გეგმებზე თამამად საუბრობენ.


ფილმის იდეა მას შემდეგ დაებადათ, რაც ვიდეოს უყურეს ერთი პატარა ბიჭისა და მისი მშობელი დედის შესახებ.


„ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, როდესაც 18 წლის ნაშვილები ბიჭი პირველად შეხვდება საკუთარ ბიოლოგიურ მშობლებს.“ – აცხადებს კენდრიკი.

აღსანიშნავია, რომ კენდრიკის ბოლო ნამუშევარი, ქრისტიანული ფილმი „Overcomer“ ახლახან გამოვიდა კინოეკრანებზე, მათ ეკუთვნით ასევე პოპულარული ქრისტიანული ფილმი „ომის ოთახი“.



„კვირის განმავლობაში“


„ნეტფლიქსის“ მიერ გადაღებული, რწმენაზე დაფუძნებული პირველი მიუზიკლია სხვადასხვა ქრისტიანული საგალობლის შესახებ. მისი შექმნის იდეა დაებადა ქრისტიან მომღერალსა და მსახიობს, ალან პაუელს, რომელმაც მონაწილეობა მიღო სცენარის შექმნაში.



„მოგზაურობა ჯოჯოხეთში“


ფილმი გადაღებულია ჯონ ბუნიანის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. წიგნის მსგავსად, ფილმი მოგვითხრობს ერთი კაცის შესახებ, რომელმაც ჯოჯოხეთი იხილა; იქიდან დაბრუნებულმა კი იპოვა გამოსყიდვა. ბუნიანის ვერსიისგან განსხვავებით, ფილმი ბედნიერად სრულდება, თუმცა ჯოჯოხეთის რეალურობა ხელშესახებად არის აღწერილი.



„დაუფიქრებელი სიყვარული“


ჰოლივუდელი კინორეჟისორი დევონ ფრანკლინი და გალობის გუნდის ხელმძღვანელი კორი ასბერი გაერთიანდნენ, რათა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის, „დაუფიქრებელი სიყვარულის“ შესახებ შეექმნათ ფილმი. ფილმი მოგვითხრობს ასბერისა და მამამისის რთული ურთიერთობის შესახებ და გვაჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა ამ ურთიერთობამ მის ცხოვრებაში და დაეხმარა, უკეთ გაეცნო ღმერთი.


ფილმის რეჟისორის განცხადებით, ეს ფილმი უამრავი ადამიანისთვის იქნება კურთხევა ადამიანურ ურთიერთობათა სწავლის პროცესში.



„არ მახსენო“


ფილმი „არ მახსენო“ გადაღებულია რეალურ ისტორიაზე. იგი ეხება ტრეფიკინგის მსხვერპლ გოგონას, რომელიც გამტაცებლებს გამოექცა.


ფილმი მაყურებელს პირველად მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც ადამიანი თავს დააღწევს ტყვეობას. ფილმი ხელს შეუწყობს ასევე ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესახებ.


აღნიშნული ქრისტიანული ფილმების ნახვას მაყურებლები 2021 წელს ამერიკის კინოთეატრებში შეძლებენ.


წყარო: Christianpost.com


bottom of page