top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

13 მარტს მთელს მსოფლიოში წმინდა მამისთვის სანთლებს აანთებენ

პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატობის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ყველა მსურველს შეუძლია ვირტუალურად რუკაზე აანთოს სანთელი. საბოლოოდ კი, 13 მარტს პაპი ნახავს, სად ლოცულობენ მისთვის.


13 მარტს, კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატობის 10 წლისთავს. ამასთან დაკავშირებით, მორწმუნეების ინიციატივით, შეიქმნა ინტერნეტ პროექტი “ციფრული სინოდი”, რათა ფართო საზოგადოებამ შეძლოს მონაწილეობა მიიღოს სინოდურ გზაში. პროექტი ასევე აანონსებს ლოცვით ინიციატივას წმინდა მამის პონტიფიკატობის 10 წლისთავთან დაკავშირებით.


დღეიდან 13 მარტამდე, გადადით მითითებულ ბმულზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ შეუერთდეთ საყოველთაო ლოცვას, რომელიც 13 მარტს წარმოითქმება. ყველას შეუძლია, ინიციატორებს მონაწილეობის სურვილის შესახებ შეატყობინოს, ხოლო 10 წლისთავის ბოლო დღეს, წმინდა მამას წარუდგენენ მსოფლიო გეოგრაფიულ რუკას, სადაც ვირტუალური პატარა სანთლებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე იქნება აღნიშნული და წარმოითქმება “გიხაროდენი”.


“წმინდა პეტრეს მსახურება” – ასეთი იყო ინიციატივის პრეზენტაცია. ეს არის დიდი მადლი, რომელიც მიჰმადლა იესო ქრისტემ თავის ეკლესია და ჩვენ ვიქნებით ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. დაე, დაგვეხმაროს ღმერთი ამ მისიისათვის არჩეულთა მსახურებაში, ვინაიდან ამ კლდეზე აშენებდა თავის ეკლესიას, ისტორიის განმავლობაში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page