top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

2 კატეხეზა - ადვენტი 2021


ესაია 11, 1-10; ფსალმუნი 71; რომაელთა 15, 4-9; ლუკა 1, 26-38


მზადება


ვინც სახელდახელოდ აკეთებს და არ ემზადება, თითქმის ყოველთვის უმსგავსობას მოიწევს და ყველანარი სახის დანაკლისს ავრცელებს ცარიელი ხელებით. თუ ნაუცბათევად იქმნება ცოდნა, პოლიტიკა, პროფესიული კომპეტენცია, სამყარო კნინდება.


დღეს ყველამ ყველაფერი იცის (შეხედეთ ვაქცინას: ყველანი მეცნიერები და ვირუსოლოგები არიან). და ყველას უნდა გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ყველაფერი იციან. მომზადება, თავმდაბლად წასვლა იმის სკოლაში, ვინც მეტადაა მომზადებული, ვალდებულებითა და პასუხისმგებლობით განვლილი ცხოვრების მანიშნებელია. მოუმზადებლობა წაგვლეკავს.


ემზადება ის, ვინც ფიქრობს. ვინც არ ფიქრობს, სხვასაც ანადგურებს და საკუთარ თავსაც.


ემზადებს ის, ვისაც უყვარს სიმარტოვის დრო, და ვინც ხელახლა პოულობს საკუთარ თავს, ის კვლავ აღმოაჩენს ადამიანს და ღმერთს.


ვინც ყველაფერს გამზადებულს პოულობს, მოწყენილობით კვდება და საშური სიამეებით ძღება.


ვინც თითს არ ანძრევს, ფარული ძალების მიერ დისტანციურად მართული ბურატინო ხდება.


ვინც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რის ნებასაც ფაციფუცი აძლევს, ვერასდროს გააკეთებს გრძელვადიან საქმეს და ქვიშაზე ააშენებს სახლს.


რატომ მზადება და საკუთარი თავის მომზადება?


ღმერთი, რომელიც მოდის, აზრს ანიჭებს ადამიანს, სამყაროს და ისტორიას. ის უნდა გაატარო იმ გზაზე, მას რომ უმზადებ. ვინაიდან ღმერთი:

• იმსახურებს, რომ ხელი გავუწოდოთ და ვითანამშრომლოთ, რათა იშვას ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც სიმართლე მკვიდრობს.

• იმსახურებს ხორცის გულებს, რომლებიც შობენ სიცოცხლესა და რწმენაში, მას შემდეგ, რაც თავად იშვებიან საკრებულოს წიაღიდან, რომელმაც ისინი შობა რწმენაში. გულები, რომლებიც ტირიან მასთან ერთად, ვინც ხარობს. გულები, რომლებიც იზიარებენ შინაგან თანაგრძნობას ღმერთისა, რომელიც მოდის. გულები, რომლებიც ურთიერთობენ და ქსოვენ ურთიერთობებს.

• იმსახურებს მომწიფებულ და კონსტრუქციულ მამაკაცებსა და ქალებს, რომელთაც შეუძლიათ, რომ ღორსეულად დადგნენ კეთილი ნების ყოველი მამაკაცისა და ქალის გვერდით, განურჩევლად რელიგიური რწმენისა, პოლიტიკური აზრისა, არამედ რომელთაც სურთ, სიცოცხლე მიანიჭონ სიყვარულის ახალ ჰუმანიზმს. გზის მომზადებას უფლისთვის, რომელიც მოდის, მოითხოვს ქმნილებისთვის, მამაკაცისა და ქალისთვის მათი თავდაპირველი სილამაზის დაბრუნებას.


როგორ მოვემზადოთ?

- გულის გათავისუფლება თავკერძობის, სარგებლის სიმძიმისგან, ყოველგვარი დამოკიდებულების ხაფანგისგან. მისი გაზრდა გულმოწყალეობისა და სიფაქიზის სამყოფელად. მისი გადაქცევა სტუმართმოყვარეობის სახლად, როგორც ბეთლემია „პურის სახლი“.

- თავისუფლების მიღწევა საკუთარ თავში. იმ თავისუფლების დაგემოვნება და ხორცშესხმა, რომელიც ანადგურებს ობობის ქსელს, ჩვენ რომ გვატყვევებს და სიკეთის არჩების უნარს გვართმევს. ესაა სულის ნაყოფი, თავისუფლებას რომ გვიბრუნებს (სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, კეთილგანწყობილება, ერთგულება, თვინიერება, საკუთარი თავის დათრგუნვა). თავისუფლების მიღწევა სხვასთან ურთიერთობებში; მოყვასის მიღება თავისი ფასეულობითა და შეზღუდვებით; „კი - კი, არა - არა“ ჭეშმარიტების შეყვარება, ვინაიდან ყოველივე დანარჩენი ეშმაკისგან მოდის, რომელიც ყოფს, ნაცვლად გაერთიანებისა;

- ყოველგვარი გაუგებრობის სიტყვების განკურნება. ხშირად სიტყვები, რომლებიც ვიყენებთ, სნეულია: ამბობენ იმას, რასაც არ გულისხმობენ და რასაც ნიღბებად და ფარსად იყენებენ.

- შეხვედრის სიცხადის დაბრუნება. ღმერთისთვის, რომელიც მოდის, არსებობს მხოლოდ ადამიანური და ნათელი შეხვედრები, მაშინაც კი, როდესაც მისი შეხვედრები ბოროტ თვალს არცხვენს. ღმერთს უყვარს მთლიანი შეხვედრები, რომლებიც ხელს უწყობენ დიალოგის სისავსეს ჟესტებში, სიტყვებში, გრძნობებში, მოტივაციების გამჭვირვალეობაში. ღმერთი, რომელიც მოდის, არავის უარყოფს. არავისთანაა ცივად. გულში იკრავს, ანუგეშებს, ლაპარაკობს, უსმენს, „ხელებს ისვრის“. შემთხვევით როდია ღმერთი ჩვენთან არს.


დაბრკოლებების მზადებისას:


– თვითკმაყოფილება, რომელიც ამცირებს მოყვასს, უპოვარს, ძაგებულს

– საკუთარი აღმატებულობის ქედმაღლობა, საკუთარი შეზღუდულობის მიუღებლობა

– ავადმყოფობა „ყველაფერს მე ვაკეთებ“, საკრებულოს ძალისა და შემოქმედებითობის ჩაძირვა მის მთლიანობაში

– პრეტენზია, რომ არაფერი გჭირდება, თითქოს ჩვენში მოეყაროს თავი სამართლიანს, ჭეშმარიტს, სრულყოფილს, რაც საფრთხეს ქმნის, რომ აღარ გვჭირდება ღმერთი, რომელიც სწორედ ჩვენთვის მოდის

– თავდაჯერებულობა, რომ ჩვენი გავცეთ და მეტი - არა, რაც ღმერთმა გვიბოძა


გზის მომზადება ღმერთისთვის, რომელიც მოდის, ნიშნავს:


• კედლების დანგრევას: რომლებიც ხელს უშლიან დიალოგს, საკრებულოებრივ ცხოვრებას, დანახვის ჰარმონიას, ყოველგვარი ურთიერთობის მიღებას, ერთად და უფრო ნაყოფიერად მუშაობის სიხარულს, იმის ძიებაში სიმტკიცეს, რაც მეტად აერთიანებს, ვიდრე ხაზს უვამს იმას, რაც ჰყოფს.

• უთახნომებებისა და ეჭვების დამშვიდება: ესენი გამუდმებით საფრთხეს უქმნიან ერთად (დღეს იტყოდნენ „სიონოდურ“) მუშაობას. ყველანი განწყობილნი ვართ, რომ ვთქვათ ჭეშმარიტება, მაგრამ მეტადრე ყველანი შეიარაღებულნი ვართ, რომ განვგმიროთ სიმართლის მთქმელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცოცხლად გვეხება. გზის მომზადება უფლისთვის, რომელიც მოდის, მოითხოვს იმ განწყობებზე უარის თქმას, რომლებიც მიმართულია ძალაუფლებისა და პიროვნული განმტკიცებისაკენ.

• ჩვენი ადამიანურობის და მის მახასიათებელ სიქველეთა განზომილების ზრდა: ერთგული თანამშრომლობა; სხვათა შრომის გულწრფელი დაფასება; არაიშულებითი თანამშრომლობა; პიროვნებისადმი პატივისცემა სხვა ყველაფერზე უწინ; ერთი სხეულისადმი კუთვნილების გრძნობა.

• თვალთა სიღრმე ჭეშმარიტი და არა თვალთმაქცური სინამდვილის დასანახავად: ღვთის სიტყვის თვალით დანახული სინამდვილე; ღვთის გულმოწყალეობით დანახული ცოდვები; ღვთის მოთმინებით დანახული შეზღუდვები და სიზანტე; ღვთის საკვირველებით დანახული განსხვავებები.


ამ კვირაში მომზადების საშუალებები:


- საკუთარ თავზე მუშაობა, ვიდრე ხელს შევახებდეთ სხვების ცხოვრებას

- საკრებულოებრივი გზის ხელახლა აღმოჩენა, როგორც ყველას, მათ შორის ნაკლებად უნარიანების (ჩვენი აზრით) მშენებლობა, იმათი ჩათვლით, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ.

- საკუთარი შეზღუდვების მიღება და შეყვარება, რათა ზედმეტად არ შევაფასოთ საკუთარი თავი.

- ყველას ჩართვა, ყოველთვის და ყოველგვარ გამოცდილებაში, საკრებულოს გახსნილობა ადამიანისადმი დიდი სიყვარულის მიმართ იმის „მიღმა“, რასაც ღმერთი ეძებს მეტი ვნებითა და დიდი მღელვარებით: ესაა უპირველესი ჭეშმარიტი მზადება ჩვენ შორის მომავალი ღმერთის ყოფნისათვის.


ერთად ვილოცოთ:


იესო, შენი სიტყვის ფერხთით ვიქნებით, გვსურს, რომ ყურადღებით და სიყვარულით მოვისმინოთ ის. იგი გვეუბნება: “განუმზადეთ გზა უფალს!”. იესო, ყოველმა ჩვენგანმა იცის, საკუთარი ცხოვრების რომელი ბნელ მხარეებს უნდა დაადოს ხელი. ეს ვიცით, როგორც, აგრეთვე, საკრებულომ. შენთვის გზის მომზადება ნიშნავს გულის ციცაბო მხარეების მოსწორებას, თხრილების ამოვსებას, რომლებიც გვემუქრებიან, ყოველგვარი დაბრკოლების მოშლას, რომლებიც ხელს გვიშლის ურთიერთობებსა და კავშირში. იესო, დაგვეხმარე, რომ მოვამზადოთ შენი მოსვლა. თვალთმაქცობის გარეშე, ზედმეტი ლაყბობის გარეშე, დიდი სიყვარულით შენს მიმართ და ჩვენს შორის.


+მ. ჯუზეპე პაზოტო


პირველი ნაწილი – მოლოდინი და სიფხიზლე 
bottom of page