top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

2025 წლის შეჯამება კათოლიკე ეკლესიაში

როგორი იყო 2025 წელი კათოლიკე ეკლესიაში – გთავაზობთ წლის მთავარი მოვლენების ქრონოლოგიას.


 

1.    საიუბილეო წელი – ‘იმედით მომლოცველნი’

 

2024 წლის 9 მაისს, პაპმა ფრანცისკემ გამოსცა საგანგებო ბულა, ხოლო ამავე წლის 24 დეკემბერს წმიდა კარის გახსნით დაიწყო საგანგებო საიუბილეო წელიწადი, რომელიც დაიხურება 2026 წლის 6 იანვარს რომში, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, წმიდა კარის დახურვით.

 

2.    პაპ ფრანცისკეს ავადმყოფობა და გარდაცვალება

 

2025 წლის პირველ ნახევარში, პაპ ფრანცისკეს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და 2025 წლის 14 თებერვლიდან რომში, ჯემელის კლინიკაში იმყოფებოდა, მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით, რომელიც ორმხრივ პნევმონიაში გადაიზარდა. მისი მდგომარეობა მრავალი კვირის განმავლობაში მძიმე და არასტაბილური იყო. 2025 წლის 21 აპრილს, დილის 7:35 საათზე, 88 წლის ასაკში პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.

 

3.    კონკლავი და ახალი პაპის არჩევა

 

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებიდან ორ კვირაში, ახალი პაპის ასარჩევად 71 ქვეყნის 133 კარდინალი შეიკრიბა სიქსტეს კაპელაში. 8 მაისს კი აირჩა პეტრეს ახალი მემკვიდრე და 267-ე რომის ეპისკოპოსი – ამერიკელი რობერტ ფრაცისკ პრევოსტი, რომელმაც საპაპო სახელად აირჩია ლეონ XIV.  მისი პაპის ტახტზე აღსაყდრება და საპაპო ნიშნების მიღება (პალიუმი და „მეთევზის ბეჭედი“) 2025 წლის 18 მაისს, წმიდა პეტრეს მოედანზე, უამრავი მომლოცველის, სასულიერო პირისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირებისა და მმართველების წინაშე მოხდა.

 

4.    პაპ ლეონ XIV -ს პირველი ადჰორტაცია: “Dilixi te”

 

პიპის პირველი ოფიციალური დოკუმენტის სათაურია Dilexi te (ლათ. „შეგიყვარე“). იგი მომდინარეობს იესოს სიტყვებიდან გამოცხადების წიგნში (გამოცხ. 3:9).

დოკუმენტი არის  სამოციქულო შეგონება, პაპის სამწყსო შეგონება, რომელიც მიმართულია მთელი ეკლესიისადმი. დოკუმენტი ხელმოწერილია 2025 წლის 4 ოქტომბერს, ფრანცისკე ასიზელის ხსენების დღეს, ვატიკანში. ხოლო გამოქვეყნდა 2025 წლის 9 ოქტომბერს, როგორც პაპ ლეონ XIV-ის სწავლების პირველი ოფიციალური დოკუმენტი. ამ დოკუმენტით იგი ყველა ქრისტიანს მოუწოდებს ღარიბებისა და ყველაზე მოწყვლადი ფენების მიმართ კონკრეტული სიყვარულის ქმედებებისკენ. რაც იქნება ქრისტეს სიყვარულის წარმოჩენა მათ მიმართ. Dilexi te აგრძელებს პაპ ფრანცისკეს მიერ დაწყებულ რეფლექსიას, რომელმაც დოკუმენტის ვერსია გარდაცვალებამდე მოამზადა, ხოლო პაპმა ლეონ XIV-მ დაასრულა და გამოაქვეყნა.

 

5.    კარლო აკუტისისა და პიერ ჯორჯო ფრასატის კანონიზაცია

 

2025 წლის 7 სექტემბერს, პაპმა ლეონ XIV - მ ნეტარი კარლო აკუტისი და ნეტარი პიერ ჯორჯო ფრასატი წმინდანებად შერაცხა. საზეიმო წმიდა წირვა აღავლინა წმიდა მამამ ვატიკანში, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, რაშიც მონაწილეობა მიიღო მილიონობით მორწმუნემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

6.    ინგლისის მეფის, ჩარლზ III- ის ვიზიტი ვატიკანში

 

ინგლისის მეფე ჩარლზ III და მეუღლე, დედოფალი კამილა, 2025 წლის 22-23 ოქტომბერს, იტალიასა და ვატიკანს ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრის ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანელმა მონარქმა პაპთან ერთად ილოცა. XVI საუკუნის რეფორმის შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის მეთაურსა და კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შორის ასეთი  ერთობლივი საჯარო ლოცვის აქტი არ ყოფილა.

 

7.    პაპ ლეონ XIV-ის პირველი ოფიციალური სამოციქულო ვიზიტი თურქეთსა და ლიბანში

 

პაპმა ლეონ XIV-მ პირველი სამოციქულო მოგზაურობა საზღვარგარეთ 2025 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე განახორციელა. პირველი გაჩერება თურქეთი იყო, ხოლო მეორე ლიბანი. თურქეთში ვიზიტი ნიკეის პირველი საეკლესიო კრების 1700 წლისთავის აღნიშვნას უკავშირდებოდა (რომელიც 325 წელს ნიკეაში, დღევანდელ იზნიქში გაიმართა). პაპი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს და მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოსს. შემდეგ იგი გაემართა ლიბანში, სადაც შეხვდა ლიბანის მთავრობას, უმაღლეს სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს. მან ლიბანში ისაუბრა მშვიდობაზე ახლო აღმოსავლეთსა და მთელს მსოფლიოში.

 

8.    ეკლესიის ახალი დოქტორი

 

 პირველ ნოემბერს, ყველა წმინდანის დღესასწაულზე, პაპმა ლეონ XIV-მ აღავლინა საზეიმო წმიდა წირვა, რომელიც „განათლების მსოფლიო იუბილეს“ ცენტრალურ მოვლენად იქცა. ვატიკანის ცენტრალურ მოედანზე ჩატარებული ღვთისმსახურების დროს, რომის ეპისკოპოსმა წმიდა კარდინალი, ჯონ ჰენრი ნიუმენი საყოველთაო ეკლესიის დოქტორად გამოაცხადა.

 

9.    ვატიკანში ახალი მუდმივი დიაკონი ეკურთხა

 

23 თებერვალს ვატიკანში, მუდმივი დიაკვნების საზეიმო იუბილე გაიმართა. ლიტურგიაზე 23 ახალ დიაკვანს ხელი დაასხეს. დიაკვნების იუბილესთვის მთელი მსოფლიოდან რომში დაახლოებით 4000 დიაკონი მიმლოცველობით ჩავიდა. მათგან 23 დიაკვნად ეკურთხა –  ორი ბრაზილიიდან, ექვსი კოლუმბიიდან, ერთი საფრანგეთიდან, სამი იტალიიდან, სამი მექსიკიდან, ორი პოლონეთიდან, სამი ესპანეთიდან და სამი შეერთებული შტატებიდან.

 

10. საიუბილე წლის დახურვა

 

2025 წლის 25 დეკემბერს, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაიწყო წმიდა კარის დახურვა და წმიდა წლის დასრულება. წმიდა კარის დაიხურა ასევე 28 დეკემბერს წმიდა იოანეს ლატერანის ბაზილიკაში, ამის შემდეგ ასევე წმიდა პავლეს ბაზილიკაში. ოფიციალურად კი წმიდა კარი დაიხურება 2026 წლის 6 იანვარს წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, რომლის დროსაც ლიტურგიას აღავლენს პაპი ლეონ XIV.

 

 მოამზადა შოთა გიქოშვილმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page