top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

25 ივლისი – წმინდა იაკობ მოციქულის დღესასწაული

Updated: Jul 25, 2022




იაკობი, იოანე მოციქულის ძმა (უფროსად წოდებული, რათა განასხვაონ თანამოსახელის, იაკომ ალფეს ძისაგან). მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, მას შემდეგ, რაც იესომ მოუხმო და დაჰპირდება,რომ ადამიანთა მებადურად აქცევდა. მათეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ იაკობი ზებედეს ძე, თავის ძმასთან იოანესთან და მათ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ, როცა იესომ მოუხმო მათ.ისინი დაუყონებლივ ტოვებენ ნავსადა მამას და მიჰყვებიან იესოს. იაკობს და მის ძმას, თავიანთი ხასიათის გამო, იესომ ბანეგრეს (ქუხილის ძენი) უწოდა.


იაკობი არის იესოს დიდების მოწმე ფერისცვალების დღეს. მათე სახარებაში წერს, რომ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე , აიყვანა მაღალ მთაზე და ფერი იცვალა მათ წინაშე, მისი სახე მზესავით მოელვარე იყო და სამოსი თეთრი, როგორც სინათლე. იაკობი ასევე გეთსემანიის ბაღში იმყოფებოდა იესოსთან ერთად.


იესომ მას მოწამეობრივი სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: “ნუთუ შეგიძლიათ შესვათ იმ სასმისისაგან, რომელსაც მე შევსვამ?” იაკობმა და იოანემ უპასუხეს: “შეგვიძლია”. იაკობის სიკვდილი აღწერილია მოციქულთა საქმეებში. მეფე ჰეროდემ იმ პერიოდში დაიწყო ეკლესიის ზოგიერთი წევრების დევნა და იაკობისთვის ხმლით თავი მოაკვეთინა. დომინიკელი ბერის, იაკოპ ვარაჯინის თანახმად, მოციქულის სხეული გადააბრძანეს ესპანეთში.


გადმოცემის თანახმად, 831 წელს, მთა ლიბერონზე, მშვენიერი მანათობელი ფენომენის შემდეგ, აღმოაჩინდეს სამარხი წარწერით: “აქ განისვენებს იაკობი, ზებედესა და სალომეს ძე”. ადგილს ეწოდება Campus stellae (ვარსკვლავთა ველი). აქედან მომდინარეობს ქალაქის დასახელება – სანტიაგო დელ კამპოსტელა. ამ ქალაქში, 1075 წელს, იაკობის სახელობის ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო. შუა საუკუნეებში ამ ადგილზე მოდიოდნენ მომლოცველები ჯერ ევროპიდან, შემდეგ კი მთელი მსოფლიოდან.

catholic.ge
bottom of page