top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

25 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კამილიელი მონაზვნები საქართველოს ტოვებენ

"წმინდა კამილოს ასულები" ასე ჰქვია კონგრეგაციას, რომლის წარმომადგენელი მონაზვნები საქართველოში 1998 წლიდან მსახურობენ. კონგრეგაციის ბოლო მისიონერები, დედა კორინა მოგოლო და დედა ანსი, საქართველოს 2023 წლის ივლისში დატოვებენ.

8 ივლისს, გორის სამრევლოში, სადაც კამილიელი მონაზვნები ბოლო წლებში მსახურობდნენ, კათოლიკე სასულიერო პირებმა გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყვეს.

ეპისკოპოსმა, წმინდა საყდრის დესპანის მრჩეველმა და სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე მღვდელ–მონაზვნებმა დედებისათვის საერთო ლიტურგია აღავლინეს.

მონაზონი კორინა მოგოლო საქართველოში 1999 წელს ჩამოვიდა. თავიდან თბილისში მსახურებდა. სახლში უვლიდა ავადმყოფებსა და ღარიბებს. ასე მან „შინ მოვლის“ ე.წ. ინსტიტუცია დააარსა.


დედა ანსი პირველად 2011 წელს ჩამოვიდა, ხუთი წლის შემდეგ საქართველო დატოვა, თუმცა 2017 წელს ისევ დაბრუნდა საქართველოში.


2022 წლამდე მათთან ერთად კიდევ ერთი მონაზონი, და ნოელი მუშაობდა, თუმცა მან ხუთწლიანი მსახურების შემდეგ, საქართველო გასულ წელს დატოვა.


გთავაზობთ Catholic.ge-ს მიერ მომზადებულ ფილმს, „წმინდა კამილოს ასულთა“ კონგრეგაციის მონაზვნებზე.



თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page