top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

26 დეკემბერს ოზურგეთის საკრებულოს დღეობაა



26 დეკემბერი ოზურგეთის საკრებულოს მფარველის, წმინდა სტეფანეს მოხსენიების დღეა.


წმინდა წირვას 13:00 საათზე კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო აღავლენს.


წირვის დასაწყისში მორწმუნეები პატივს მიაგებენ წმინდა სტეფანეს რელიქვიებს, შემდეგ კი მათ საკურთხეველზე დაასვენებენ.


ამავე დღეს, წმ. სტეფანეს რელიკვიების საცავის გასაღები, ერთი წლის ვადით, სამრევლოდან ამორჩეულ მორწმუნეს გადაეცემა.


ეპისკოპოსს ძღვნად მოართმევენ მრევლის მიერ დამზადებულ ახალ ღვინოს.


"შობა და მფარველი წმინდანის დღესასწაული ოზურგეთის ყველა კათოლიკე მორწმუნისათვის უნდა იყოს ძვირფასი წუთები, რითიც ისინი გამოხატავენ თავიანთ ძლიერ კავშირს რომის კათოლიკე ეკლესიასთან", - წერს ოზურგეთის კათოლიკე ეკლესიის მოძღვარი, მამა გაბრიელ ბრაგანტინი.




ნელი ზარიძე
bottom of page