top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

40.000 კათოლიკე მიმლოცველი ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის ტაძარში


40,000 კათოლიკე მიმლოცველობაში, ფეხით, ველოსიპედით და ცხენებით გაემგზავრა, რათა პოლონეთის ქალაქ ჩენსტოხოვაში, იასნა გორას სალოცავი მოელოცათ.


ფოტო – JasnaGoraNews

ჩენსტოხოვაში, შავგვრემანი მარიამის ხატის მოსალოცად ასეთი ტრადიცია სათავესმე -17 საუკუნეში იღებს.


პილიგრიმთა შორის იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ რადომისდან ეპისკოპოსი მარეკ სოლარჩიკი, რომელიც საკუთარ ეპარქიას 43 -ე ყოველწლიურ მიმლოცველობაში ეხმარებოდა.


სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა, ეპისკოპოსი თავის ბუკზე დაკვრით, მიმოცველებს დილით გაღვიძებაშიც ეხმარებოდა, დღიურად გასავლელი 100 მილიანი მოგზაურობის წინ.


კიდევ ერთი მომლოცველთა ჯგუფი ღვთისმშობლის სალოცავში ცხენებით გაემგზავრა. 22 -ეყოველწლიური კავალერიულმა მიმლოცველობამ აღმოსავლეთ პოლონეთის სოფელ Zaręby Kościelne–დან 11 დღის მანძილზე 250 მილი გაიარა.


”ჩვენ მოვდიოდით ქალაქებისა და სოფლების გავლით, გაშლილი ბანერით, რომელზეც გამოსახული იყო ოსტრა ბრამას ღვთისმშობელი. იგი ჩვენი პოლკის მფარველია. ჩვენთვის ეს მიმლოცველობა ერთი დიდი ლოცვა იყო”, - ამბობს ძმა ანჟეი დმოჩოვსკი.


ფოტო – JasnaGoraNews

საერთო ჯამში, ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის სალოცავი მოილოცა 185–მა ველოსიპედიანთა ჯგუფმა, 133–მა ფეხით მოსიარულეთა ჯგუფმა და 13–მა მორბენალთა ჯგუფმა.


მიმლოცველობათა უმრავლესობა 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე საზეიმოდ დასრულდა.


ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრი პოლონელი კათოლიკესთვის, რომლებიც ამ დღეს "ვისლას სასწაულის" წლისთავს აღნიშნავენ.


1920 წლის ზაფხულში, საბჭოთა ძალებმა სცადეს პოლონეთის გადაკვეთა, რათა განეხორციელებინათ ვლადიმერ ლენინის გეგმა დასავლეთ ევროპაში კომუნისტური რევოლუციის პროვოცირების მიზნით. ლენინი თვლიდა, რომ თუ წითელმა არმიამ დაიპყრო პოლონეთი, მაშინ საბჭოთა კავშირს შეეძლო გერმანიის რევოლუციონერების პირდაპირი მხარდაჭერა.


ბოლშევიკებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში თავიანთი თვალით დაინახეს, პოლონეთის პრიმატი (უფროსი) კარდინალი ედმუნდ დალბორი, როგორ შეუერთდა ქვეყნის ეპისკოპოსებს იასნა გორაში, მონასტერში, სადაც ამჟამად არის ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის ხატი, ცნობილი როგორც „შავი მადონა“. კარდინალმა პოლონელი ერი იესოს წმინდა გულით აკურთხა.


სამი კვირის შემდეგ, 1920 წლის 15 აგვისტოს, ვარშავის გარეუბანში პოლონეთის არმიამ შეაჩერა წითელი არმია. მომდევნო დღეებში, გენერალ ვლადისლავ სიკორსკის მე -5 არმიამ საბჭოთა ნაწილები ქალაქიდან გააძევა.


ფოტო – JasnaGoraNews

წელს, იასნა გორაში მიმლოცველებმა კიდევ ერთი თარიღი აღნიშნეს. ეს არის ახალგაზრდობის მსოფლიო დღის 30 წლის იუბილე. 1991 წლის 15 აგვისტოს სწორედ ჩენსტოხოვაში გაიმართა ახალგაზრდების მსოფლიო დღე, რომლის დროსაც წმინდა იოანე პავლე მეორემ მსოფლიოს ყველა ახალგაზრდა ღვთისმშობელს მიანდო.

თავად იოანე პავლე II– ს ძლიერი სიყვარული ჰქონდა ჩენსტოხოვის ღვთისმშობლის მიმართ.


პაპად გახდომის შემდეგ, იასნა გორაში მისი პირველი ვიზიტისას თქვა: „პოლონეთის შვილის მოხმობა წმინდა პეტრეს ტაძარში აშკარა და ძლიერ კავშირს შეიცავს ამ წმინდა ადგილთან, დიდი იმედის ამ სალოცავთან „Totus tuus“ (მთლიანად შენი ვარ). მე დიდხანს ჩურჩულებდი ლოცვაში, ამ დრომდე”.


ფოტო – JasnaGoraNews

13 წლის შემდეგ, ახალგაზრდების მსოფლიო დღეს, პაპმა ლოცვით მიმართა ჩენსტოხოვას ქალწულს.


„ჩვენ მოვედით შენთან, როგორც ჩვენს დედასთან და შენი შუამდგომლობით ვთხოვთ ქრისტეს ჭეშმარიტ თავისუფლებას, ჭეშმარიტ რწმენას, სიცოცხლის მიზეზებსა და იმედს. შენ, დედა, იცი ჩვენი საზღვრები და ასევე ჩვენი ოცნებები, სამომავლო გეგმები და შესაძლებლობები. მოგვეც საშუალება, რომ ჩვენც გავიგოთ, როგორ ვაქციოთ ჩვენში იმედი ნაყოფიერად”, - თქვა იოანე პავლე მეორემ.



წყარო – www.catholicnewsagency.com


თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page