top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

6 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა



კათოლიკე ეკლესიაში 6 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე აღინიშნება. წმინდანი III-IV საუკუნეში ცხოვრებდა - დღევანდელ თურქეთში.

იგი დაახლოებით 270 წელს დაიბადა ქალაქ პატრაში, საბერძნეთში. იყო ქალაქ მირას (ახლანდელი დემბრე) ეპისკოპოსი. შემდეგში ქრისტიანული ქველმოქმედების სიმბოლოდ იქცა.

მას შემდეგ, რაც მდიდარი მშობლებისგან მიიღო მემკვიდრეობა, თავისი ნებით გაჭირვებულებს გაუზიარა.

წმ. ნიკოლოზი 6 დეკემბერს გარდაიცვალა (დაახლოებით 345–352 წწ.). როდესაც ქალაქი მირა არაბებმა აიღეს, იტალიელმა ვაჭრებმა მოახერხეს მისი ნაწილების გატანა და სამხრეთ იტალიაში წაიღეს, სადაც ის ადგილობრივ ტაძარში დაკრძალეს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი რამდენიმე ქვეყნის და ქალაქისა, მათ შორის: საბერძნეთის, რუსეთის, ბარის, ანტვერპენის, ბერლინის, მოსკოვის, ნოვგოროდის. ასევე იგი მფარველია: ხელოსნების, მეკონდიტრეების, ვაჭარების, სუნამოს გამყიდველების, მეზღვაურეების, მეწისქვილეების, მეპურეების, ლუდის მხარშავების, მეთევზეების, მოსამართლეების, ნოტარიუსების, პატიმრებისა და შემრიგებელი აღმოსავლეთის და დასავლეთისა.

bottom of page