top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

8 საუკეთესო საშობაო ფილმი განწყობისთვის



შობა ახლოვდება და თითოეული ჩვენგანი თავისებურად იქმნის განწყობას ამ დიდებული დღესასწაულისთვის.


უფრო ხშირად, წინასაშობაო განწყობას ლამაზი ფილმები გვიქმნიან... ფილმები, რომლებისგან მიღებული ემოციაც დიდხანს გვრჩება გონებაში.


გთავაზობთ რვა საშობაო ფილმს, რომელიც კათოლიკური სააგენტოს Catholic News Agency–ის თანამშრომლებმა შეარჩიეს, თქვენთვის.




ცნობილი ისტორია ძუნწი ებენიზერ სკრუჯის შესახებ, მაგრამ აქ ყველა როლს მაპეტებ შოუს ვარსკვლავები თამაშობენ. როდესაც საშობაო ღამით სკრუჯს შობის სულები მოევლინება, ისინი აუხელენ მას თვალებს წარსულზე, ახლანდელზე და მომავალზე.


გამოშვების წელი: 1992

ქვეყანა: აშშ

ხანგრძლივობა: 1 საათი 25 წუთი




1914 წელი, პირველი მსოფლიო ომი, შობის წინა ღამეს უსახელო მიწაზე მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს ერთად შეხვედროდნენ შობას.


გამოშვების წელი: 2005

ხანგრძლივობა: 1 საათი 56 წუთი



Elf – ელფი


უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.


გამოშვების წელი: 2003

ხანგრძლივობა: 1 საათი 37 წუთი

რეჟისორი: ჯონ ფავრო




როდესაც ფოზი და მაპეტ შოუს ბანდა მოულოდნელად ხვდებიან ფოზის დედას, იგი იძულებულია გააუქმოს ზამთრის არდადეგების გეგმები და გაართოს ისინი. მალე სეზამის ქუჩის ბანდა შემოდის, გალობით, შემდეგ კი კერმიტი და მისი ძმისშვილი რობინი აღმოაჩენენ ფრეგლ როკის ხვრელს სარდაფში. თოვლის ქარიშხალი იფეთქებს და ყველას სახლში აჩერებს, გარდა მისის პიგისა, რომელიც სწორედ დროზე მოდის, რათა ყველა მაპეტმა ერთად აღინიშნოს შობა.


გამოშვების წელი: 1987

ქვეყანა: აშშ

ხანგრძლივობა: 47 წუთი

რეჟისორი: Peter Harris, ერიკ ტილი





ჯორჯ ბეილი, პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია გამოგონილ ამერიკულ ქალაქში ბედფორდ ფოლსში. ის პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ უსიამოვნებების გამო დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარება.


გამოშვების წელი: 1946

ქვეყანა: აშშ

ხანგრძლივობა: 2 საათი 10 წუთი

რეჟისორი: ფრენკ კაპრა





ჩარლი ბრაუნი ცდილობს იპოვოს შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.


გამოშვების წელი: 1965

ქვეყანა: აშშ

ხანგრძლივობა: 25 წუთი

რეჟისორი: ბილ მელენდესი





კრის ვან ოლსბერგის ბავშური ზღაპრის ეკრანოზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანტოლების დაცინვის მიუხედავათ ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთხელაც, შობის ღამეს, როდესაც სანტას ელოდებოდა, სახლთან გაჩერდა ზღაპრული მატარებელი, გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში - ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშიც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა.


გამოშვების წელი: 2004

ქვეყანა: აშშ

ხანგრძლივობა: 1 საათი 40 წუთი





ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს.

გამოშვების წელი: 1990

ქვეყანა: აშშ

ხანგრძლივობა: 1 საათი 43 წუთი


გისურვებთ ბედნიერ შობას!


Catholic.ge

bottom of page