top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

Iner – Georgia კათოლიკე ოჯახებს საშობაო პრეზეპეებს გადასცემს



ორგანიზაციამ Iner – Georgia წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში წინასაშობაოდ 92 პრეზეპე მოამზადა. ეს არის იესო ქრისტეს შობის ამსახველი კომპოზიციაა, რომელსაც საშობაოდ დასავლეთში ბევრ ოჯახში შეხვდებით.


„ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია და გვინდოდა, რომ იგი საქართველოშიც დანერგილიყო. ამიტომ მოვამზადეთ პრეზეპეები და სამრევლოებს გადავეცით“, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დედა ანა–მარია კრიველარი.


მისივე განმარტებით, საქართველოს ყველა კათოლიკურ სამრევლოს პრეზეპეების გარკვეული რაოდენობა გადაეცა, მრევლის რაოდენობის პროპორციულად.


„გამზადებული შობის სცენები – პრეზეპეები, ჩვენ გადავეცით სამრევლოს მოძღვრებს, რომლებიც შემდეგ ოჯახებში თვითონ გადაანაწილებენ“.


პრეზეპეებისათვის პროექტი ორგანიზაციამ Kirche in Not დააფინანსა.


ორგანიზაციამ Iner – Georgia წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში საქართველოში 2002 წელს, ქუთაისში დაარსდა. მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში, ინფორმაციული და ფორმაციული საქმიანობა: ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდი, ფსიქოლოგის კონსულტაციები და ახალგაზდული შეხვედრები, იურიდიული კონსულტაცია და დედათა და ბავშვთა მხარდაჭერა.


თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page