top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

NETFLIX - ის დოკუმენტურ პროექტში რომის პაპი მონაწილეობას მიიღებს


Simone Risoluti - Vatican Media

სერიალებისა და ფილმების ციფრული პლატფორმა NETFLIX-ი რომის პაპის წიგნის - „დროის სიბრძნის გაზიარება“ დაყრდნობით, დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს. ამის შესახებ twitter-ზე, ჟურნალ „კათოლიკური ცივილიზაციის“ დირექტორმა, მამა ანტონიო სპადარომ დაწერა.


წიგნი, რომელიც სერიალის შთაგონების წყარო გახდა, 2018 წელს ჯერ აშშ-ში, ხოლო შემდგომ იტალიაში გამოიცა.


გამოცემის ცნობით, აღნიშნულ პროექტში თვით რომის პაპი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს ფილმის შემქმნელებს, ახალგაზრდა რეჟისორებს სხვადასხვა ქვეყნიდან.


სიუჟეტში, პაპი, რომელიც 17 დეკემბერს დაბადების 84 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამ დღეს 70 წელს გადაცილებულ კაცებსა და ქალებთან ატარებს. ისინი უზიარებენ ახალგაზრდებს თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. კორესპონდენტები არიან სხვადასხვა ეროვნების, აღმსარებლობისა და სოციალური კლასის ადამიანები. „ისინი შეეხებიან ზოგადსაკაცობრიო საკითხებს, როგორიც არის სიყვარული, ომები, სამსახური და ოცნებები“, - ნათქვამია გამოცემაში Verity.


სააგენტო ANSA -ს ცნობით, წიგნმა მიიღო მრავალრიცხვოვანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემია. ოთხსერიანი ფილმი კი, 2021 წელს NETFLIX-ის ციფრულ პლატფორმაზე ყველა ქვეყანას მოიცავს.


პროექტის ავტორია იტალიელი ტელეპროდიუსერი და სცენარისტი სიმონა ერკოლანი, რომელიც ასევე სტუდია Stand by Me-ის დამფუძნებელია. ეს სტუდია დოკუმენტურ ფილმებს იღებს.


კათოლიკე ეკლესიის მეთაური არაერთხელ გახდა სხვადასხვა ფილმის გმირი. 2018 წელს, მისივე მონაწილეობით ფილმი გადაიღო ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა ვიმ მენდერსმა. რომის ფესტივალზე კი აჩვენეს ფილმი „ფრანცისკე“, რომელიც ეკუთვნის ამერიკელ (რუსეთში დაბადებული) რეჟისორს ევგენი აფენეევს. ფილმში თავმოყრილია სხვადასხვა დროს გაკეთებული პაპის ინეტრვიუები.

ხორხე მარიო ბერგოლიოზე არაერთი მხატვრული ფილმია გადაღებული. მათ შორის, პაპად არჩევამდე.


პაპ ფრანცისკეს ეკუთვნის არაერთი ნაშრომი, მათ შროის არის სამი ენციკლიკა.


წყარო: https://tass.ru


/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/

bottom of page