top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ადვენტი მოგვითხრობს შობის მოლოდინსა და იმედზე - რომის პაპი


„ანგელუსის“ ლოცვის დროს, რომის პაპმა ადვენტის პერიოდსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„უკვე შევედით ადვენტის პირველ კვირაში, დავიწყეთ ახალი ლიტურგიული წელი. ადვენტის პერიოდში ეკლესია იხსენებს ახალ წელიწადში გადასვლას და იესოს ცხოვრებისა და ხსნის ისტორიის მთავარ მოვლენებს. ეკლესია, როგორც დედა გვინთებს ჩვენი არსებობის გზას, გვერდით გვიდგას და მიგვაცილებს იესოსთან შესახვედრ ბოლო გზაზე. ადვენტის პირველი კვირის ლიტურგია გვიწვევს განვიცადოთ ეს ძლიერი ჟამი. ეს არის ადვენტის დრო, რომელიც მოგვითხრობს შობის, მოლოდინისა და იმედის შესახებ.


წმინდა პავლე კორინთელებს ესაუბრება პირველ წერილში მოლოდინის ობიექტზე. ვინ არის ეს ობიექტი? ეს არის უფლის გამოცხადება. მოციქული კორინთელ ქრისტიანებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ ამ ობიექტს და ეს გვეხება ასევე ჩვენც“, - წარმოთქვა პაპმა.

bottom of page