top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ადვენტი - ჟამი უფლის გულმოწყალებით მოხიბვლისა

ადვენტის მესამე კვირის დაწყებისას, პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს ესაუბრა მათეს სახარებაზე, რომელიც ეკლესიაში ადვენტის მესამე კვირას იკითხება.



„დილეგში ჩაგდებული იოანე ნათლისმცემელი თავის მოწაფეებს იესოსთან კითხვით აგზავნის: “შენ ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?” (მათ. 11,4). მოისმინა რა ქრისტეს საქმეების შესახებ, იოანე ეჭვებით აღივსო: “ნუთუ მართლა მესიაა იესო?” ნათლისმცემელს ცოტა სხვანაირი წარმოედგინა მესია. გაცილებით მკაცრი, რომელიცსამართალს აღასრულებდა ცოდვილების ძალისმიერი დასჯით. ამის ნაცვლად, იესო ყველას მიმართ თანაგრძნობით იყოგანმსჭვალული, მისი საქმეები კიგულმოწყალებით იყო აღსავსე, რომლის წყალობითაც ბრმები ხედავდნენ, ხეიბრები დადიოდნენ, კეთროვნები იწმინდებოდნენ, ყრუებს ესმოდათ, მიცვალებულები აღდგებოდნენდა უპოვრებიქადაგებდნენ სახარებას. იოანე ნათლისმცემლის ამ კრიზისმა შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გვაუწყოს“, - აღნიშნა პაპმა.


„ტექსტში ხაზგასმულია, რომ იოანე ჩაგდებულია დილეგში, ანუ პირდაპირი გაგებით, ბნელ ადგილზე. ადგილზე, სადაც შეუძლებელია გარკვევით რაიმეს დანახვა, სწორედ ეს ფაქტი აიძულებს მას ჩაფიქრდეს იმ შინაგან მდგომარეობაზე, რომელსაც ნათლისმცემელი განიცდის. მისი გონება და გულიც ისეთივე წყვდიადში აღმოჩნდა, როგორც მისი სხეული და იესოში ვეღარ ხედავს ნალოდებ მესიას. იგი ეჭვებშია. გასაკვირი ის არის, რომ იოანემ მონათლა იესო იორდანეს მდინარეში და მოწაფეებს განუცხადა, რომ იესო ღვთის კრავია (შედრ. იოან. 1,29). ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველაზე დიდი მორწმუნეც კი გადის მოციმციმე ნათლისკენ მიმავალ ეჭვების ბნელ დერეფანს“, - განმარტა წმინდა მამამ.


“ეს ცუდი სულაც არ არის. პირიქით, აუცილებელიც კია სულიერი ზრდისათვის. ეს გვეხმარება იმის გაგებაში, რომ ღმერთი ყოველთვის გაცილებით დიადია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. საქმეები, რომლებსაც იგი აღასრულებს, ჩვენს გათვლებთან შედარებით გაცილებით გასაოცარია; მისი ქმედებები აღემატება ჩვენს მოთხოვნებსა და მოლოდინებს. ამიტომაც, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მისი ძიება და მისი ჭეშმარიტი სახის წინაშე მიმართვა. დიდი ღვთისმეტყველი, ანრი დე ლუბაკი ამბობდა, რომ ღმერთი უნდა აღმოვაჩინოთ ხელახლა, თანდათანობით. ხანდახან იმ რწმენით, რომ მას ვკარგავთ.


სწორედ ასე იქცევა იოანე ნათლისმცემელი. მიუხედავად ეჭვებისა, იგი მაინც ეძებს იესოს, კითხვას უსვამს, ეკამათება მას, ბოლოს და ბოლოს კვლავ პოულობს მას თავისთვის. იოანე, რომელსაც იესომ უწოდა ქალისგან ოდესმე დაბადებულთაგან უდიდესი, (შდრ. მთ. 11:11), გვასწავლის, რომ ღმერთი არ ჩავკეტოთ ჩვენი ცრურწმენების ხისტ გეგმებში.


შეიძლება ჩვენც, ხანდახან აღმოვჩნდეთ იოანე ნათლისმცემლის მდგომარეობაში - შინაგან საპყრობილეში: ასეთ დროს, ვკარგავთ უფლის სიახლის ამოცნობის უნარს, მიგვაჩნია, რომ უკვე საკმარისად ვიცით მის შესახებ. ასევე შეიძლება გვიჭირდეს წარმოვიდგინოთ თვინიერი, თავმდაბალი, მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთი, რომელიც შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და ყოველთვის გვიტოვებს არჩევანის თავისუფლებას. შესაძლოა, ჩვენც გვსურს ვკითხოთ მას: „მართლა შენ ხარ, ასეთი თავმდაბალი, ღმერთი, რომელიც ჩვენს გადასარჩენად მოვიდა? მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს მეზობლებთან ურთიერთობაში, ჩვენ გვაქვს საკუთარი იდეები და ცრურწმენები, ზოგჯერ მკაცრ იარლიყებს ვკიდებთ სხვებს - განსაკუთრებით მათ, ვინც ჩვენგან განსხვავებული გვგონია“, - განმარტა პაპმა.


ადვენტი არის ჟამი, იმისა, რომ თვალი აარიდო მიწიერს და განიცადო ღვთის წყალობის სიდიადე. ჟამი, როდესაც ყრმა იესოს შობის სცენას ვამზადებთ, ხელახლა ვგებულობთ ვინ არის ჩვენი უფალი. ჟამი, როდესაც ჩვენ გამოვდივართ გარკვეული ჩარჩოებიდან და ცრურწმენებიდან ღმერთის, ჩვენი ძმებისა და დების წინაშე. ჟამი, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრის ნაცვლად, შეგვიძლია სიტყვითა და საქმით ვანუგეშოთ ტანჯული და ავადმყოფი, როგორც ამას იესო აკეთებდა ბრმებთან, ყრუებთან და კოჭლებთან. შობის მომზადების ამ დღეებში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ხელი მოგვმართოს და დაგვეხმაროს ყრმაში ამოვიცნოთ მომავალი ღმერთის სიდიადე.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page