top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

აზერბაიჯანში კათოლიკე ეკლესიის ხელახლა დაფუძნების 25 წლისთავი აღნიშნეს

აზერბაიჯანის კათოლიკური საკრებულოსათვის 2025 წელს რამდენიმე განსაკუთრებული მოვლენა აღინიშნება. ამ წელს, კათოლიკეები „იმედის საიუბილეო წელს“ ზეიმობენ, რომელიც ეკლესიაში საყოველთაოდ აღინიშნება.


ree

2025 წელს, ადგილობრივი საკრებულო აღნიშნავს აზერბაიჯანში კათოლიკური ეკლესიის ხელახლა დაფუძნების 25 წლისთავს „Missio Sui Iuris“-ის სტატუსით და ასევე სალელთა ორდენის მისიის დაწყების 25 წლისთავს.


საბჭოთა პერიოდში, აზერბაიჯანში კათოლიკე ეკლესია მთლიანად განადგურდა. მისი ხელახლა დაფუძნება მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა შესაძლებელი.


2002 წელს, წმიდა პაპ იოანე პავლე II-ის აზერბაიჯანში ვიზიტით, არაერთი მნიშვნელოვანი რამ განხორციელდა: ბაქოში აშენდა ღვთისმშობლის უმანკო ჩასახების ტაძარი, ჩამოყალიბდა საკრებულოს მუდმივი ლოცვითი და ღვთისმსახურებრივი ცხოვრება, აგრეთვე – კატეხეზატორული საქმიანობა.


2011 წელს, პაპმა ბენედიქტე XVI-მ აზერბაიჯანში კათოლიკური ეკლესიის სტატუსი „Missio Sui Iuris“-იდან აამაღლა და მას სამოციქულო პრეფექტურის სტატუსი მიანიჭა. იმავე წელს, აზერბაიჯანსა და წმიდა საყდარს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კათოლიკური ეკლესიის იურიდიულ სტატუსს განსაზღვრავდა.


ამავე პერიოდში, აზერბაიჯანის ეკლესიამ მიიღო განსაკუთრებული მადლი ადგილობრივი მოწოდებების სახით.


მისიის იუბილეს აღნიშვნა მისიონერულ კვირა დღეს


19 ოქტომბერს, კვირას, აზერბაიჯანის კათოლიკური ეკლესიის სამოციქულო პრეფექტის, ეპისკოპოს ვლადიმირ ფეკეტის მოწვევით, კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე ბაქოს ესტუმრა და ბაქოს ღვთისმშობლის უმანკო ჩასახების კათოლიკურ ტაძარში საზეიმო წმიდა წირვა აღავლინა.


კარდინალთან ერთად, წირვაზე თანამსახურებდნენ ეპისკოპოსი ვლადიმირ ფეკეტი, სალელთა ორდენის სლოვაკეთის პროვინციალი, მამა პეტერ ტომკო, მამა დანიელ პრავდა და მამა იან ჩაპლა — რომლებიც წინა წლებში აზერბაიჯანში „Missio Sui Iuris“-ს ხელმძღვანელობდნენ, ასევე სალელთა ორდენის სხვა მღვდლები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდნენ ქვეყანაში კათოლიკური საეკლესიო სტრუქტურების აღორძინებაში.



ეპისკოპოსი ვლადიმირ ფეკეტი გულთბილად მიესალმა კარდინალ ლუის ანტონიო ტაგლეს აზერბაიჯანის კათოლიკე სამღვდელოებისა და მორწმუნეთა სახელით:


«ამ წმინდა ევქარისტიით ჩვენ, თქვენთან ერთად, მადლობას ვუძღვნით ღმერთს ყველა მადლისა და ძღვენისათვის, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენს საკრებულოს მიანიჭა. ჩვენი პატარა ეკლესიისათვის დიდი პატივი იყო წმიდა პაპ იოანე პავლე II-სა და პაპ ფრანცისკეს მასპინძლობა, მადლიერი ვართ ღვთის, პირველი, ადგილობრივი სასულიერო პირისათვის; მადლიერი ვართ თითოეული მისიონერის – მღვდლის, ბერ- მონაზვნისა და საერო პირებისათვის, მოხალისეებისათვის. ბოლო 25 წლის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა აქ განახორციელა თავისი მოწოდება სიწმინდისკენ, უფალმა მოუწოდა ამ ქვეყნის შვილებს სიტყვითა და საქმით დაამოწმონ იესო ქრისტეს. მიხარია, რომ დღეს ზოგიერთი პირველი მისიონერი ჩვენს გვერდითაა».


ლიტურგიული საკითხავების განმარტებისას კარდინალ ტაგლემ ხაზი გაუსვა ლოცვითი ცხოვრების სიდიადესა და ღრმა ურთიერთობების მნიშვნელობას ღვთის სიტყვასთან, რათა ვიყოთ ჭეშმარიტი იმედის მისიონერები და გულმოდგინედ გავუზიაროთ სხვებს ღმერთისგან მიღებული მადლი.


«ჩვენ თავად ვერ შევძლებთ ჩვენთვის სასურველი ნაყოფის გამოღებას, მაგრამ ღმერთი შეუძლია. ლოცვა არის თავმდაბლობისა და ნდობის აქტი უფლის მიმართ, რომელმაც ახდენს სასწაულებს — იმ სასწაულებს, რასაც ჩვენ ვერ ვახდენთ», – განმარტა კარდინალმა.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page