top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ანგლიკანმა ეპისკოპოსმა თანამდებობა დატოვა და კათოლიკე ეკლესიას შეუერთდა



კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, ჯასტინ უელბმა, გულისტკივილით მიიღო ეპისკოპოს ჯონათან გუდოლის პოსტიდან წასვლის თხოვნა. მან ანგლიკანურ ეკლესიაში, რვაწლიანი მსახურების შემდეგ, ეპისკოპოსის პოსტზე უარი თქვა და გადაწყვიტა სრულ თანაზიარებაში იყოსრომის კათოლიკე ეკლესიასთან.


არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი ამბობს, რომ იგი მადლიერია ეპისკოპოს ჯონათანის, მისი საქმიანობისა და ერთგული მსახურების. იგი ლოცულობს მისთვის და მისი მომავალი მსახურებისათვის, იმ მიმართულებისათვის, რომელშიც განაგრძობს იგი მოგზაურობას ქრისტესადმი მსახურებაში.


„რაც შეეხება ებსფლიტის საეპისკოპოსო ტახტს, ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს კოლეგებთან და სხვა პირებთან, ასევე იმ სამრევლოებთან, რომლებშიც მსახურობდა ეპისკოპოსი ჯონათანი, რათა განვსაზღვროთ სამომავლო ნაბიჯები“, – განაცხადა ინგლისის (ანგლიკანური) ეკლესიის პირველმა იერარქმა.


ეპისკოპოსმა ჯონათან გუდოლმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა ებსფლიტის ეპისკოპოსის პოსტი, რათა სრულად მიეღწია რომის ეკლესიასთან თანაზიარებისათვის. ეს კი მოხდა დიდხნიანი ლოცვის შემდეგ, რაცმისივე თქმით, ცხოვრების ერთ–ერთი, განსაცდელებით სავსე პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.


“ ანგლიკანურ ეკლესიასთან ცხოვრება და თანაზიარება, მრავალი ათწლეულების განმავლობაში აყალიბებდა და წვრთნიდა ჩემში კათოლიკე ქრისტიანს. აქ მე პირველად მივიღე ქრისტიანული ცხოვრებისა და რწმენის მადლი და ნახევარი ცხოვრება ვემსახურე მღვდლად და ეპისკოპოსად, ამ ყველაფრის გამო ვარ მადლიერი და გავუფრთხილდები მას მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ გჯერათ, რომ ჩემი გადაწყვეტილება საშუალებაა თანხმობისა ახლანდელი მოწოდებისადმი, რომელიც ღმერთმა მომმადლა, და არა უარი იმაზე, რაც მე ვისწავლე და განვიცადე ანგლიკანურ ეკლესიაში, რომლის უზომო მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება”, – განაცხადა ეპისკოპოსმა ჯონათან გუდოლმა.


წყარო: sib-catholic


შოთა გიქოშვილი
bottom of page