top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘არ არსებობს სიბნელე, რომლის გაფანტვაც ამ ნათელს არ შეუძლია’ – პაპი

24 დეკემბერს, პაპმა ლეონ XIV-მ წმიდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო ღამისთევის წირვა აღავლინა, რომელსაც 6000 მორწმუნე დაესწრო.

 

ree

ათასობით მომლოცველი შეიკრიბა ვატიკანის მთავარ მოედანზე, რათა დიდ ეკრანზე ედევნებინათ თვალი წმიდა წირვისთის. ლიტურგიის დაწყებამდე პაპი მიესალმა შეკრებილებს და უსურვა, რომ ყრმა იესომ დედამიწაზე მშვიდობა და ღვთის სიყვარული მოიტანოს.

 

სადღესასწაულო წმიდა წირვა დაიწყო საშობაო გალობით, შობის გაცხადებითა და საზეიმო პროცესიით. რომის ეპისკოპოსმა საკურთხევლთან დასვენებული ჩვილი იესოს ქანდაკება აკურთხა, ხოლო სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, მოზამბიკიდან, პარაგვაიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულმა ბავშვებმა ყრმა იესოს ქანდაკება თეთრი ყვავილებით შეამკეს.

 

ქადაგებაში წმიდა მამამ ყურადღება გაამახვილა ბეთლემის ღამის ცაზე მოკაშაკაშე  ვარსკვლავის გამოსახულებაზე. „წინასწარმეტყველ ესაიას თანახმად, სწორედ ეს ნათელი იხილა სიბნელეში მყოფმა ხალხმა. ქრისტეს შობით კაცობრიობას ეუწყა ამბავი მაცხოვრის შესახებ, რომელიც ისტორიის გულში მოხდა. შობის დღესასწაულზე ღმერთი კაცობრიობას დახმარებასა და ნუგეშზე მეტს აძლევს - ის საკუთარ თავს სჩუქნის. ის, ვის გარეშეც არაფერი არსებობს, შემოდის სივრცესა და დროში, ცხოვრობს ჩვენ შორის და ბნელს ანაცვლებს ნათელით. არ არსებობს სიბნელე, რომლის გაფანტვაც ამ ნათელს არ შეუძლია, რადგან ის ახალი და მარადიული სიცოცხლის გარიჟრაჟს ანთებს“, – განაცხადა პაპმა.

 

რომის ეპისკოპოსმა განკაცების საიდუმლოზე საუბრისას შეგვახსენა, რომ მაცხოვრის მოსაძებნად ბაგასთან უნდა დავიხაროთ – „ღვთის ყოვლისშემძლეობა ახალშობილის უმწეობაში ბრწყინავს, მარადიული სიტყვის მჭევრმეტყველება ბავშვის პირველ ტირილში ჟღერს, ხოლო სულიწმინდის სიწმინდე ვლინდება ღვთაებრივი ჩვილის პაწაწინა სხეულში, რომელსაც მზრუნველობა და სითბო სჭირდება. ეს დაუცველობა გამოცხადებად იქცევა, ღვთაებრივი ნათელი გვეხმარება ყოველ შობილში ამოვიცნოთ ადამიანი“.

 

„შობა კურნავს ადამიანის სიბრმავეს, რადგან ყოვლისშემძლე ღმერთი თავად ადამიანის მეშვეობით, ჭეშმარიტი ხატებით ეცხადება ადამიანებს“.

 

ree

პაპმა ლეონმა გაიმეორა პაპ ბენედიქტე XVI-ის სიტყვები: “თუ ადამიანისთვის ადგილი არ არის, მეტადრე ღმერთისთვის არ იქნება ადგილი. მაგრამ სადაც ადამიანს იღებენ, იქ ღმერთსაც იღებენ. ამ დროს კი, ბაგა სალოცავ ადგილად იქცევა, ხოლო წმიდა მარიამის საშო ახალი აღთქმის კიდობნად”, - თქვა პაპმა ლეონ XIV - მ.

 

მანვე მორწმუნეებს მოუწოდა განჭვრიტონ შობის სიბრძნე: “ღმერთი პასუხობს ხალხის მოლოდინებს, ღარიბების ტანჯვას, ძალადობასა და ჩაგვრას არა იდეით ან პროგრამით, არამედ სიყვარულის ისტორიით, რომელშიც ყველას იზიდავს. ის უიარაღო ბავშვს უგზავნის იმედისა და ძალის სიტყვად მათთვის, ვინც დაეცას; მისგან გამოსჭვივის ნათელი, რომელსაც ხსნა მოაქვს ამ სამყაროს ყველა შვილისთვის. ამრიგად, ღმერთი ხდება ადამიანი და იცავს თითოეული ადამიანის უსაზღვრო ღირსებას, მყისიერად ეწინააღმდეგება ამ სამყაროში ბატონობისა და ექსპლუატაციის ლოგიკას.

 

ბეთლემის საშობაო სცენასთან, სადაც მარიამი და იოსები ჩუმად დგანან ბაგასთან, ცა ივსება ზეციური ლაშქრის სიმრავლით (შდრ. ლუკა 2:13): უიარაღო გუნდი ადიდებს ღმერთს, რომლის დიდებაც დედამიწაზე ვლინდება როგორც მშვიდობა, როგორც სიყვარულის ნიშანი ცასა და დედამიწას, შემოქმედსა და ქმნილებას შორის“.

 

პაპმა ლეონ XIV - მ გაიხსენა მისი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს სიტყვები, რომელიც საიუბილეო წლის დასაწყისში წარმოსთქვა: “შობა კვლავ გვიბიძგებს მივიტანოთ იმედი იქ, სადაც ის ჩაქრა. ქრისტიანმები მოწოდებულნი არიან გაუზიარონ ყველას შობის სიხარული, რწმენის დღესასწაული, რომელშიც ღმერთი ხდება ადამიანი, სიყვარული, რომელიც განხორციელდა ძმურ თვითშეწირვაში, და იმედი, რომელსაც ყრმა იესო აღანთებს ყოველი ჩვენგანის გულში და რომელშიც ქრისტიანებს აქცევს მშვიდობის მაცნეებად”.

 

ree

ქადაგების შემდეგ წარმოთქმულ მორწმუნეთა ლოცვაში, ეკლესია შეევედრა მშვიდობის უფალს, „რომელიც ამსხვრევს სიძულვილისა და ძალადობის ჯაჭვებს, გარდაქმნას ერების მმართველთა გულები და ყველა ადამიანმა იპოვოს მომავლის ჭეშმარიტი იმედი“.

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page