top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘არაქრისტიანულია გჯეროდეს მაგიის, ჰოროსკოპისა და ხელზე მკითხაობის’ - პაპი

"ქრისტიანს არ სჯერა ცრურწმენების, როგორიცაა: მაგია, კარტები, ჰოროსკოპები ან მსგავსი რაღაცები".

ივლისის პირველ კვირას, „ანგელოზის ლოცვის“ დასრულების შემდეგ, სახარების კომენტირებისას, პაპმა ფრანცისკემ ყურადღება გაამახვილა წინასწარმეტყველის ფიგურასა და როლზე:


„არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მკითხავები ერთგვარად მომავლის წინასწარმეტყველებად წარმოუდგენია; ეს ცრუმორწმუნეობაა. ბევრი, ბევრი ქრისტიანი მიდის ხელზე სამკითხაოდ. გთხოვთ...“, თქვა მან, მკლავი ჩამოშალა და მორწმუნეებს სთხოვა, „ცრურწმენებისა“ და „ჰოროსკოპების“ არ დაიჯერონ.


პაპმა სახარებიდან იესოს რამდენიმე სიტყვა გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინასწარმეტყველი „თითოეული ჩვენგანია“, რადგან „ნათლობის მეშვეობით, ჩვენ, ყველამ მივიღეთ წინასწარმეტყველების ნიჭი და მისია. წინასწარმეტყველი არისის, ვინც ნათლობის მეშვეობით სხვებს ეხმარება, რომ დაანახოს აწმყო სულიწმინდის მოქმედებით, გაიგოს ღვთის გეგმას და უპასუხოსმას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ის ადამიანია, რომელიც მიუთითებს სხვებს იესოზე. ის, ვინც მოწმობს მასზე. ის, ვინც ეხმარება სხვებს, იცხოვრონ დღეს და აშენონ ხვალინდელი დღე იესო ქრისტეს გეგმების მიხედვით“.


პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ჩვენ, ყველა ვართ წინასწარმეტყველები, იესოს მოწმეები, რათა, როგორც ნათქვამია - Lumen Gentium - ში, სახარების ძალამ გაასხივოსნა ჩვენი ყოველდღიური, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრება. ასე, რომ წინასწარმეტყველი არის ის, ვინც სხვებს „აჩვენებს ღმერთს“ და შესაბამისად, არის „ქრისტეს ნათლის ანარეკლი, თავისი ძმებისა და დების ცხოვრების გზაზე. „სახარებაში უფალი გვთხოვს გვერდით დავუდგეთ წინასწარმეტყველებს. მნიშვნელოვანია ერთმანეთს შევხვდეთ, როგორც ქრისტეს უწყების მატარებელნი სტატუსისა და მოწოდების შესაბამისად, ვაკეთოთ ეს ყველაფერი იქ, სადაც ვცხოვრობთ. ოჯახებში, სამრევლოებში, რელიგიურ საკრებულოებში, ეკლესიისა და საერო საზოგადოების სხვადასხვა სფეროში”.


წინასწარმეტყველება არის სულიწმინდის მადლი, ამიტომაც კარგია მოვუსმინოთ ყველას და როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ ვდგავართ, კარგი იქნება, უპირველეს ყოვლისა,ვილოცოთ, მოვუხმოთ სულიწმინდას, შემდგომში ყური დავუგდოთ მას და ვაწარმოოთ მასთან დიალოგი იმ რწმენით, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელი. წინასწარმეტყველების მადლი ის მადლია, რომელსაც სხვებს გაუზიარებ. ასე ხდება ჭეშმარიტების ძიება და ასე ვრცელდება ღვთისა და მოყვასის მოსმენის ატმოსფერო, რომელშიც ადამიანები არ გრძნობენ თავებს სასურველად. წარმოვიდგინოთ, თუ ადამიანებს მოეწონებოდათ ერთმანეთი და ერთმანეთს მიიღებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არსებობენ, რამდენი კონფლიქტის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.


“მოდით, ვკითხოთ საკუთარ თავს, შეგიძლია კი სხვების მიღება, როგორც წინასწარმეტყველური მადლები, რათა ვუსმინოთ მას პატივისცემითა და სწავლის სურვილით? ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ სხვებისგან”, - ამბობს წმინდა მამა.


ბოლოს, პაპის აზრები კვლავ უკრაინელ ხალხს მიუბრუნდა: “მოდით, ნუ დავივიწყებთ სხვა ომებსაც. სამწუხაროდ,ხშირად მივიწყებულია უამრავი კონფლიქტი და შეტაკება, რომლებიც სისხლითღებავენ დედამიწის უამრავ ადგილს. დღეს ძალიან ბევრ ადგილზეა გაჩაღებული ომი. დავინტერესდეთ მიმდინარე მოვლენებით. დავეხმაროთ ტანჯულებს და ვილოცოთ მათთვის, იმიტომ, რომ ლოცვა ის ნაზი ძალაა, რომელიც იცავს და ამხნევებს სამყაროს”, – აღნიშნა პაპმა.


ცნობისთვის, ივლისში, ოთხშაბათობით დაგეგმილი საჯარო აუდიენციები გაუქმდება. ამ პერიოდის განმავლობაში, პაპი ვატიკანში დაისვენებს, რათა 2-6 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდულ დღეებზე პორტუგალიას, ქალაქ ლისაბონს ესტუმროს.


წყარო: https://www.famigliacristiana.it/articolo/il-papa-all-angelus-credere-a-maghi-e-oroscopi-e-farsi-leggere-le-mani-non-e-cristiano.aspx?fbclid=IwAR2-m-Aw6nzohWMEamYAu3RmyPpIypJpH7QQ7Yqo5gb0ZBMw2FNyeZKBTn0


წყარო: www.famigliacristiana.it


შოთა გიქოშვილი


bottom of page