top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

აქტუალური და შეუმჩნეველი ენციკლიკა

პაპ იოანე XXIII - ის ენციკლიკის “Pacem in Terris” (მშვიდობა დედამიწაზე), შექმნიდან 60 წელი გავიდა. იგი 1963 წლის 11 აპრილს გამოიცა. საიუბილეო წელს კი სარედაქციო სტატია მიეძღვნა, რომელსაც catholic.ge უცვლელად გთავაზობთ.



“სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანია გაძლიერდეს შეგნება, რომ ერებს შორის არსებული კონფლიქტების მოგვარება საჭიროა არა იარაღის, არამედ მოლაპარაკების გზით საშუალებით”, - 60 წლის წინ,სიკვდილის პირას მყოფმა, წმინდა იოანე XXIII - მ მსოფლიოს მშვიდობის შესახებ გზავნილი გადასცა, რაც განიარაღებისა და განტვირთვის პირველ ნაბიჯად იქცა. ფაქტობრივად, ამ ენციკლიკამ სამართლიანი ომის დოქტრინა დაასრულა.


ბერგამოელი პაპი დიდი რეალიზმით აფრთხილებდა სამყაროს ახალი ბირთვული შეიარაღების შესახებ. აღნიშნული ტექსტი 60 წლის შემდეგაც აქტუალურია და სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა რჩება. შესაძლო ბირთვული კონფლიქტის კატასტროფულ შედეგებზე მოსაზრება დღეს იმდენად არ არის აქტუალური, რამდენადაც ეს 1965 წელს იყო. მსოფლიო შეძრულია ათობით მივიწყებული კონფლიქტით, ხოლო ქრისტიანული ევროპის შუაგულში გაჩაღებულია ასეთი კონფლიქტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო რუსეთის აგრესიით. არაძალადობრივი კულტურა ძლივს პოულობს ადგილს, ხოლო სიტყვა “მოლაპარაკება” ბევრს მკრეხელობად ეჩვენება. მსოფლიო პოლიტიკური ძალაუფლების გაძლიერებამაც კი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას, ადგილი დაუთმო სკეპტიციზმს. როგორც ჩანს, დიპლომატია დუმს და ომი და გიჟური შეიარაღების შეჯიბრი გარდაუვალია.


და მიუხედავად ამ შავ-ბნელი სურათისა, პაპ იოანე XXIII - ის მიერ ჩამოთვლილი პრინციპები ენციკლიკაში “Pacem in Terris”, არა თუ მოუხმობს სინდისიერებისაკენ, არამედ ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოსაყენებელია მათთვის, ვინც არ ნებდება გარდაუვალ სიძულვილს, ძალადობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ომს. ამ პრინციპების შესახებ მოწმობენ ის “მშვიდობის ხელოსნები”, რომლებიც დღეს თავიანთ მისიას ასრულებენ უკრაინასა და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი. ამის შესახებ მოწმობენ ის ადამიანები, ვინც დღეს სერიოზულად იღებს პაპ ფრანცისკეს კინსაშის ნუნციატურაში, ძალადობის მსხვერპლთა შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვებს: “იმისათვის, რომ მართლა უთხრათ ძალადობას „არა“, არ არის საკმარისი მხოლოდ ძალადობრივი ქმედებებისაგან თავის შეკავება, საჭიროაძალადობის ფესვებიდან ამოძირკვა; მხედველობაში მაქვს შუღლი, შური და უპირველეს ყოვლისა, გაბოროტება. უნდა გვეტყოს გამბედაობა განვაიარაღოთ გულები”.


აღნიშნულ ენციკლიკას საჯარო აუდიენციაზე გამოეხმაურა პაპი ფრანცისკე:

„ეს ენციკლიკა ნამდვილი კურთხევა იყო, როგორც მშვიდობის გამონათება ბნელ ღრუბლებს შორის. მისი გზავნილი უკიდურესად აქტუალურია. საკმარისია მაგალითის სახით მოვიყვანოთ ეს მონაკვეთი: „სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, ისევე როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობები, უნდა დარეგულირდეს იარაღის გამოყენების გარეშე, გონების ფონზე, ანუ სიმართლეში, სამართლიანობასა და ქმედით სოლიდარობას“. მოვუწოდებ მორწმუნეებსადა კეთილი ნების მქონე ადამიანებს, წაიკითხონ ენციკლიკა “Pacem in Terris” და ვილოცოთ, რომ ერების ლიდერებისათვის იქცეს შთაგონებად გეგმებსა და გადაწყვეტილებებში”.


catholic.ge





bottom of page