top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ახალი კაპუცინი მისიონერი საქართველოში


ფოტო – MISJE KAPUCYŃSKIE Warszawska Prowincja Braci Mniejszych Kapucynów

საქართველოში კაპუცინელთა ორდენის მისიონს ახალი ძმა შეემატა. მამა მარეკ პშეჩევსკი პოლონეთიდან საქართველოში 2022 წლის 22 მარტს ჩამოვიდა. იგი ახალციხეში კაპუცინ ძმებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, სადაც უკვე მსახურობს ამავე ორდენის ორი პოლონელი ძმა.


ბერები ქალაქის უძველეს უბანში, რაბათში არსებულ ღვთისმშობლის წმ. სავარდის სახელობის ტაძარში სწირავენ.


მამა მარეკის პირველი წირვა საქართველოში ხარების დღესასწაულს დაემთხვა. წმ. წირვის შემდეგ იგი სამრევლოსთან ერთად შეუერთდა პაპ ფრანცისკეს მიერ, რუსეთისა და უკრაინის ღვთისმშობლის უმანკო გულისადმი მიძღვნის აქტს.


სასულიერო პირი ახალციხელ მრევლს პროვინციის ვიკარიუსმა, მამა ტომაშ ვრონსკიმ წარუდგინა.


ძმა მარეკს სამონასტრო მსახურებაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. იგი იყო პროვინციალი, მონასტრის გენერალური მდივანი. მუშაობდა რომსა და ფრასკატში.


საქართველოში ჩამოსვლიდან გარკვეული დროის განმავლობაში, ძმა მარეკი მსახურებას თბილისში, წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარში გააგრძელებს, პარალელურად დაეუფლება ქართულ ენას, შემდეგ კი, დაბრუნდება ახალციხეში.

კაპუცინები საქართველოში ორი საუკუნის მანძილზე მსახურობდნენ, იქამდე, სანამ 1845 წელს, მეფის რუსეთის ხელისუფლებამ არ განდევნა. ორდენი საქართველოში 2013 წელს დაბრუნდა.


თავდაპირველად, აქ ორი იტალიელი და ერთი პოლონელი ძმა ჩამოვიდა. 2019 წლიდან კი მისიაზე პასუხისმგებელობა ვარშავის პროვინციამ აიღო.




catholic.ge




bottom of page