top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბენედიქტე XVI-ეს ძმა გარდაიცვალა

Updated: Jul 4, 2020

2020 წლის 1 ივლის, 96 წლის ასაკში გარდაიცვალამამა გრეგორ რაცინგერი, ბენედიქტე მეთექვსმეტის იგივე იოსებ რაცინგერის ძმა.


გარდაცვალებამდებენედიქტე მეთექვმეტემ ძმა გერმანიის ქალაქ რატისბონში 18–22 ივნისს მოინახულა. მამა გრეგორ რაცინგერი1924 წლის 15 იანვარს პლეისკირხენში დაიბადა. იგი 3 დედმამიშვილში ყველაზე უფროსი იყო. 1951 წლის 29 ივნისს ძმები რაცინგერები ხელდახმულ იქნენ მღვდლად ფრიტინცში.რამდენიმე წლის მსახურების შემდეგ ძმების გზები გაიყარა, იოსებ რაცინგერმა რომში განაგრძო სწავლა და შემდეგ ვატიკანში შეუდგა მოღვაწეობას, ხოლო გრეგორ რაციგერი გაჰყვა მუსიკალურ განათლებას და რატისბონის საკათედრო ტაძარში იყო ვაჟ მგალობელთა გუდის ხელმძღანელი და დირიჟორი. მამა გროგორ რაცინგერი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენრში უკვე იოებ რაცინგერის პაპად არჩევის შემდეგ მოექცა, როგორც ერთდერთი ოჯახის წევრი და ახლობელი. ძმები ერთმანეთს ხშირად სტუმრობდნენ. ისინი თითქმის ყოველ წელს ერთად ისვენებდნენ გერმანიაში ბავარიის მხარეში. მამა გრეგორის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯილდოები ჰქონდა მიღებული სასულიერო მუსიკის განვითარებაში წარმატებული მოღვაწეობისათვის, იგი 2004 წლის 15 იანვარს რატისბონის ეპისკოპოსმა მონსსენიორ გელჰარდ ლუდვიგ მიულერმა დააჯილდოვა სასულიერო მუსიკის საპატიო პროფესორად.

0 comments
bottom of page