top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბრაზილიაში ქრისტეს ყველაზე მაღალი ქანდაკება დაიდგა

იესო ქრისტეს ყველაზე მაღალი ქანდაკება ბრაზილიაში, ენკანტადოში შეიქმნა. ახალი ძეგლის სიმაღლე 37,5 მეტრია (კვარცხლბეკის ჩათვლით - 43 მეტრი). მასზე გამოსახულია „ქრისტე მცველი“.




ქრისტეს ქანდაკება გაშლილი ხელებით ბრაზილიის სამხრეთით დაიდგა. ის სიმაღლით აღემატება „ქრისტე მხსნელის“ ცნობილ ქანდაკებას, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე დგას. ახალი ქანდაკების სიმაღლე, კვარცხლბეკის გარეშე 37,5 მეტრია, კვარცხლბეკიანად 43 მეტრი.მასზე გამოსახულია „ქრისტე მცველი“ (Cristo Protetor). ქანდაკებისმონახულება (ტურისტულ კომპლექსთან ერთად) 2023 წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი.


ქანდაკების მშენებლობა 2019 წელს ქალაქ ენკანტადოში დაიწყო. ამ ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა 22 000–ს შეადგენს და რიო გრანდე-დუ სულის შტატის დედაქალაქის, პორტო ალეგრეს ჩრდილო-დასავლეთით, 145 კილომეტრში მდებარეობს.


ენკანტადოს ქრისტეს ქანდაკება მსოფლიოში ყველაზე მაღალია.


საინტერესოა, გახდება თუ არა ახალი ქანდაკება ისეთივე ცნობილი, როგორც ქრისტეს ქანდაკება რიო–დე–ჟანეიროში, რომლის სანახავადაც, 710 მეტრის სიმაღლის მთაზე, ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტი ტურისტი მიდის, რათა დატკბეს რიო-დე-ჟანეიროს ხედებით. ეს ძეგლი ოფიციალურად 1931 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, იგი მაცხოვრის ყველაზე ცნობილი მონუმენტური ქანდაკება იყო, მაგრამ არა ერთადერთი.



წყარო: pl.aleteia.org

შოთა გიქოშვილი

bottom of page