top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბურკინა-ფასოში, კათოლიკურ ეკლესიაში ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა

25 თებერვალს, ბურკინა-ფასოში საკვირაო წმინდა წირვის დროს ტერაქტი მოხდა, რასაც სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა.

 


სოფელ ესაკანეში, ტაძარში მომხდარი ტერაქტის დროს 12 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი – სასწრაფო დახმარების ავტომობილში. ინფორმაცია ვრცელდება ასევე ორ დაჭრილზე. ადგილობრივი პრესის ცნობით, ტაძარში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

 

“ამ ტრაგედიის დროს, მოგიწოდებთ ილოცოთ დაღუპულთა სულებისათვის და დაჭრილების გამოჯანმრთელებისათვის. ჩვენ ვლოცულობთ ასევე იმ ადამიანების მოქცევისათვის, რომლებიც ქვეყანაში სიკვდილს თესავენ. დაე, ამ დიდმარხვის ჟამს, ჩვენმა ლოცვებმა და მონანიების საქმეებმა მშვიდობა და უსაფრთხოება მოიტანოს ჩვენს სამშობლოში“, - ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე ლორან ბიფიურე დაბირე.

 

წყარო: www.vaticannews.va

 შოთა გიქოშვილი

 

bottom of page