top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გააგრძელებს თუ არა პაპი მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში



დასრულდა პაპ ფრანცისკეს 37-ე სამოციქულო მოგზაურობა კანადაში. 30 ივლისს დილით წმინდა მამის თვითმფრინავი რომში, ფიუმიჩინოს აეროპორტში დაეშვა, რის შემდეგაც, რომის ეპისკოპოსი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკას ეწვია და აღავლინა სამადლობელი ლოცვა ღვთისმშობლის სასწაულებრივი ხატის, “Salus Populis Romani”- ს წინაშე.


თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას, პაპ ფრანცისკემ უპასუხა თანმხლები ჟურნალისტების შეკითხვებს. ვატიკანის მედიის მექსიკელ წარმომადგენელმა, ვალენტინა ალაშრაკმა ჩათვალა, რომ პაპისთვის აღნიშნული მომლოცველობა გარკვეულწილად მისი ჯანმრთელობის გამოცდა იყო. შემდეგ დაინტერესდა, წმინდა მამა თავის მოგზაურობებს განაგრძობსთუ უარს იტყვის გარკვეულ ქვეყნებში ჩასვლაზე ფიზიკურიშეზღუდვის გამო.


„არა მგონია, ისეთივე ტემპით ვიმოგზაურო, როგორც ადრე. ვფიქრობ, ჩემს ასაკში და ამ შეზღუდვით, ოდნავ მსუბუქ რეჟიმზე უნდა გადავიდე, რომ ეკლესიას ვემსახურო. ამის შემდეგ, პირიქით, შემიძლია ვიფიქრო განზე გადადგომის შესაძლებლობაზე და ეს - სრული გულწრფელობით - არ არის კატასტროფა. პაპი შეიძლება შეიცვალოს, პრობლემა არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ მომიწევს ცოტათი შეზღუდვა საქმიანობაში. მუხლის ოპერაცია ჩემს შემთხვევაში არ არის გამოსავალი. ექსპერტები ამბობენ, რომ „დიახ“, მაგრამ ანესთეზიასთან დაკავშირებით მთელი რიგი პრობლემებია. ათი თვის წინ, ექვს საათზე მეტხანს ვიყავი ანესთეზიის ქვეშ და შედეგები კვლავ რჩება. ანესთეზია ხუმრობა არ არის. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ეს გამოსავალი არ არის შესაფერისი. ვეცდები გავაგრძელო მოგზაურობა და ადამიანებთან უფრო ახლოს ყოფნა, რადგან მჯერა, რომ სიახლოვე მსახურების საშუალებაა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, იმედი ვიქონიოთ“.


გარდა ამისა, წმინდა მამამ ისაუბრა თავის უახლოეს გეგმებზე:



„უკვე ვთქვი, რომ მსურს უკრაინაში ვიზიტი. ახლა ვნახოთ რა მოხდება სახლში დაბრუნებისას. ამჟამად მინდა ყაზახეთში წასვლა. ეს არის მშვიდი მოგზაურობა, დიდი მოძრაობის გარეშე, ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიების კონფერენციაზე. კონგოში ვიზიტამდე მაქვს მოგზაურობა სამხრეთ სუდანშიც, ეს იქნება მომლოცველობა კენტერბერის მთავარეპისკოპოსთან და შოტლანდიის ეკლესიის ეპისკოპოსთან, რადგან ორი წლის წინ სამივემ სულიერ წვრთნებში მივიღეთ მონაწილეობა. მერე - კონგო, ოღონდ მომავალ წელს იქნება, რადგან წვიმების სეზონია, ვნახოთ... გახსნილი ვარ, ოღონდ დაველოდოთ ფეხი რას იტყვის“.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page