top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გინესის 12 რეკორდი, რომელიც კათოლიკე ეკლესიას ეხება

ყოველდღიურ წმიდა წირვაში მონაწილე 112 წლის მონაზონი და მსოფლიოში ყველაზე პატარა საეპისკოპოსო -  გინესის რეკორდების წიგნში საკმაოდ ბევრი რეკორდია, რომელიც კათოლიკე ეკლესიას პირდაპირ უკავშირდება, თუმცა ალბათ ამის შესახებ ბევრმა არ იცის.  ჩვენ 12 მათგანი შევარჩიეთ, რომლებსაც გაგაცნობთ.


1. ყველაზე პატარა ეპარქია


ree

მონაკოს სრულად წარმოსაჩენად რამდენიმე ქუჩაც საკმარისია. ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა არქიეპარქიაა. მისი ფართობი სულ 2,2 კვადრატული კილომეტრია. მიუხედავად მისი სიმცირისა, ის სიმბოლოა, რომ ეკლესია არსებობას აგრძელებს მსოფლიოს ყველაზე ურბანიზებულ ადგილებშიც კი.


 2. მსოფლიოში ყველაზე დიდი კათოლიკური საკათედრო ტაძარი

 

ree

სევილიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი თავისი მასშტაბით აღმაფრთოვანებელია. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარია. მისი მშენებლობა 1402 წელს დაიწყო და1519 წლამდე გაგრძელდა. სიმაღლე 126 მეტრია, ხოლო სიგანე 82 მეტრს აღწევს. გოტიკური თაღოვანი გადახურვა 30 მეტრ სიმაღლეზეა აწეული, ხოლო ტაძრის შიგნით ქრისტეფორე კოლუმბის სასაფლაოა განთავსებული.

 

  1. ყველაზე დიდი ქრისტიანული თემი მსოფლიოში

 

ree

1,1 მილიარდი - ამ რაოდენობის მორწმუნეს ითვლიდა კათოლიკე ეკლესია 2011 წელს. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქრისტიანული თემია, რომელიც ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი. ეს რეკორდი დღემდე არცერთ სხვა კონფესიას არ გაუმეორებია.

 

  1. ყველაზე პატარა არმია

ree

110 ჯარისკაცი, არც ერთი ტანკი და უნიფორმები, რომლებიც მიქელანჯელომ შექმნა –  შვეიცარიული გვარდია, რომელიც 1506 წელს დაარსდა, მსოფლიოში ყველაზე პატარა და ამავე დროს უძველესი, უწყვეტად მოქმედი არმიაა. მისი წევრები პაპს იცავენ და ვატიკანის კარიბჭეებთან მორიგეობენ.

 

  1. ყველაზე დიდი რელიგიური სასახლე

 

ree

ვატიკანში მდებარე სამოციქულო სასახლე – პაპის რეზიდენცია, 162 ათას კვადრატულ მეტრში გაბნეული ისტორიაა. მასში შედის პაპის აპარტამენტები, ოფისები, სიქსტეს კაპელა, ბიბლიოთეკა და მუზეუმები. მისი მშენებლობა ას წელზე მეტხანს გრძელდებოდა, XV საუკუნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე.


  1. ღვთისმშობლის გამოცხადების ყველაზე მეტი თვითმხილველი


    ree

1917 წლის 13 ოქტომბერს ფატიმაში დაახლოებით 70 ათასმა ადამიანმა იხილა, როგორ „ცეკვავდა“ მზე ცაზე. ეს იყო ზეციური ნიშანი, რომელიც ამტკიცებდა ღვთისმშობლის გამოცხადებების ნამდვილობას. ღვთისმშობლის, რომლებიც ხილულად ეჩვენა პორტუგალიელ სამ ბავშვს. ეს იყო ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური მოვლენა, შემდეგ კი იქ შეკრებილი მრავალი ადამიანი — რომელთაგან ზოგიერთები უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო მივიდნენ –  შეიცვალნენ და მოექცნენ. 


  1. ყველაზე დიდხანს „მომტირალი“ ღვთისმშობლის ქანდაკება


    ree

ეს არის ღვთისმშობლის 40 სანტიმეტრიანი თაბაშირის ქანდაკება, რომელიც 1994 წელს,  ჩივიტავეკიას პროვინციის ვიკარიუსმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მეჯუგორიის ღვთისმშობლის სანკტუარიუმში შეიძინა და ჩივიტავეკიაში გრიგორის ოჯახს აჩუქა. ქანდაკება 14 დღის განმავლობაში, 1995 წლის 2 თებერვლიდან 17 მარტამდე ტიროდა სისხლიანი ცრემლებით. ერთხელ კი ეს  თავად ეპარქიის ეპისკოპოსის თანდასწრებით მოხდა.


  1. ყველაზე მეტი „ანგელოზი“ თოვლში

ree

2004 წელს, კანადის ონტარიოში, კათოლიკური სკოლის 15 851 მოსწავლე და მასწავლებელი ერთდროულად დაწვა თოვლში და ანგელოზის ფორმის ანაბეჭდები შექმნეს. რეკორდი დღემდე არავის გაუმეორებია და ალბათ, ამ სიაში ყველაზე მომხიბვლელიც სწორედ ესაა.

 

  1. ყველაზე ასაკოვანი ადამიანის მღვდლად ხელდასხმა (კათოლიკე ეკლესიაში)


ree

ბრიტანელი ჰაროლდ რაილი კათოლიკე ეკლესიამ მღვდლად 91 წლის ასაკში აკურთხა. მანამდე ის ანგლიკანური ეკლესიის სასულიერო პირი იყო. მან დაამტკიცა, რომ გაჰყვე მოწოდებას, არასოდესაა გვიანი.


  1. ყველაზე ასაკოვანი ეპისკოპოსი

ree

არქიეპისკოპოსი ედვარდ ჰოვარდი, ორეგონის პორტლენდის ყოფილი მიტროპოლიტი, 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თითქმის 27 ათასი წმიდა წირვა აღავლინა და სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნებული ჰქონდა სულიერი და ინტელექტუალური აქტივობა.


  1. ყველაზე ასაკოვანი წინამძღვარი

ree

ესპანელი მღვდელი ალვარო ფერნანდესი, 107 წლის ასაკამდე სანტიაგო დე აბრესის სამრევლოში მსახურობდა. თითქმის 70 წლის განმავლობაში ის თან ახლდა მორწმუნეებს ნათლობიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლო წუთამდე. თავად ასე ამბობდა: „არასდროს შემიწყვეტია ვყოფილიყავი მწყემსი“.



  1. მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მონაზონი – 112 წელი რწმენა და ლაღი სულისკვეთება


  2. ree

დომინიკანელი მონაზონი, ფრანცის დომინიკი პისკატელა, ლონგ აილენდიდან, 1913 წელს დაიბადა. 17 წლის ასაკში შევიდა მონასტერში, 52 წელი ასწავლიდა მათემატიკას, შემდეგ კი ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდა. 2025 წელს, ბრაზილიელი მონაზვნის, ინაჰ კანაბარო ლუკასის გარდაცვალების შემდეგ, გინესის რეკორდების წიგნმა იგი ოფიციალურად აღიარა მსოფლიოს ყველაზე ასაკოვან მონაზვნად.


იგი  ეკლესიას 94 წლის განმავლობაში ემსახურა. მოესწრო 9 პაპს, ორ მსოფლიო ომსა და აშშ-ის 20-ზე მეტს პრეზიდენტს. დღემდე მონაწილეობს ყოველდღიურ წმიდა წირვებში და სიამოვნებით საუბრობს ახალგაზრდა მონაზვნებთან, განსაკუთრებით იტალიურ სამზარეულოზე, რომელიც ბავშვობიდან უყვარს. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს ოთხი მარტივი სიტყვით ხსნის: „იყავი კეთილი სხვების მიმართ“.


102 წლის ასაკში, როდესაც მას თეძოს ოპერაცია ჩაუტარდა და თავი ახადეს, ხუმრობდა: „ღმერთს ჯერ კიდევ არ ვუნდივარ თავისთან. მან მიბრძანა აქ დარჩენა.“ დღეს მისი ოჯახი იყენებს ამ ფრაზას, როგორც ცხოვრების თითოეული ახალი დღის მადლიერების დევიზს.


თითოეული ეს რეკორდი, -  მონუმენტური ნაგებობებიდან მონაზონ ფრანცისის თავმდაბალ მოღვაწეობამდე– ეკლესიის განსხვავებულ მხარეებს აჩვენებს: დიდებულებასა და სიმარტივეს, ისტორიასა და ყოველდღიურობას, განდიდებასა და სინაზეს. რწმენას, მიუხედავად იმისა, რომ იგი რეკორდებს არ ეძებს, მაინც შეუძლია მათი დამყარება სიყვარულით, ერთგულებითა და იმედით.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page