დოლორეს ჰარტი – მსახიობი, რომელმაც ჰოლივუდი სამონასტრო ცხოვრებაზე გაცვალა
დოლორეს ჰარტი XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი იყო. იგი ელვის პრესლისთან ერთად თამაშობდა ფილმებში Loving You (გიყვარდე) და King Creole (მეფე კრეოლი). მაყურებელთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ მას ჰოლივუდში დიდი კარიერა ელოდა.

მიხედავად ამისა, სულ რაღაც 24 წლის ასაკში, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც კინოსამყარო გააოცა – მიატოვა მსახიობობა და კონექტიკუტის შტატში მდებარე რეჯინა ლაუდისის სააბატოში ბენედიქტელთა ორდენის მონაზვნად აღიკვეცა.
მას შემდეგ იგი სულიერ ცხოვრებას ეწევა და ცნობილია, როგორც დედა დოლორეს ჰარტი. დიდების, წითელი ხალიჩებისა და ჰოლივუდის ბრწყინვალების სანაცვლოდ, მან მონასტრის სიჩუმე და ღვთის მსახურება აირჩია.
მისი გადაწყვეტილება ბევრისთვის შოკი იყო, რადგან იგი უარს ამბობდა კარიერაზე, რომელსაც მისთვის უზარმაზარი პოპულარობის მოტანა შეეძლო. თუმცა, თავად დოლორესმა არაერთხელ აღნიშნა, რომ იგრძნო ღვთისგან მოწოდება და საკუთარი არჩევანი არასდროს უნანია.
კინემატოგრაფიისადმი მისი ინტერესი და სიყვარული სრულებითაც არ დასრულებულა მას შემდეგ, რაც იგი კონექტიკუტში, რეჯინა ლაუდისის სააბატოს დედათა მონასტერს შეუერთდა. და, დოლორეს ჰარტი ამერიკის კინოხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიის Oscars-ის წევრია.
მონაზონ ჰარტის ცხოვრების შესახებ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „ღმერთი ელვისზე დიდია“, რომელიც 2012 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული.
შოთა გიქოშვილი




Comments