top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

და ვერონიკა ოჰარი – მისიის, რწმენის და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ


14 აგვისტოს საქართველოში მისიაზე მყოფი მონაზონი ვერონიკა ოჰარი სამუდამო აღთქმას დადებს. Catholic.ge გთავაზობთ მის ინტერვიუს მოწოდებისა და საქართველოში ყოფნის პერიოდებზე.


ბელარუს მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებში ბევრი მისიონერია. მათ შორისაა სალეზიელი მონაზონი – ვერონიკა ოჰარი, „ქრისტიანთა დამხმარე მარიამის ქალიშვილების კონგრეგაციიდან“. იგი უკვე სამი წელია საქართველოში მსახურობს. კავკასიაში თავისი მსახურების განსაკუთრებულობის შესახებ, იგი პორტალ “Каталіцкім Веснікам”ესაუბრა.


- ქებული იყოს იესოს სახელი. ძვირფასო დაო, მოგვიყევით თქვენს შესახებ.


მარადის იყოს უკუნისამდე. დავიბადე ლიდის რაიონში სოფელ ბერდაუკაში. ჩემს ბავშვობაში არ იყო ეკლესია, ამიტომ საკვირაო წირვაზე ან ლიდაში დავდიოდი ან ლიპნიშკიში. როდესაც მესამე კლასში ვიყავი, ჩვენთან გაიხსნა ეკლესია, წინამძღვრად კი დაინიშნა სალეზიელი მღვდელი, მამა სტანისლავ ლუგოვსკი. იმავე წელს, მან მოგვამზადა პირველი ზიარებისათვის.


მღვდლის მოსვლასთან ერთად, სოფელი გამოცოცხლდა. შეკრიბა ბავშვები, მოზდრილები და ზრდასრულები. ყველას თავისი მიდგომა აქვს და მასაც არ ეშინოდა გაბედული წინადადებებისა. გვეპატიჟებოდა ლოცვაზე, სამუშაოდ და დასასვენებლად. ძალიან მომწონდა ეკლესიაში ცხოვრება.


ოჯახში 5 შვილი ვიყავით – სამი ძმა და კიდევ ერთი და მყავს. დედამ ჩაგვინერგა ყოველდღიურ წმინდა წირვაზე მონაწილეობის სურვილი. ყველგან, სადაც შეიძლებოდა წავსულიყავი, ეს იქნებოდა „კამპოსკოლა“, მომლოცველობა, ახალგაზრდული შეკრებები თუ შეხვედრები, სიამოვნებით დავდიოდი. თავდაპირველად, როგორც მონაწილე, ხოლო უკვე ზრდასრულ ასაკში, როგორც ანიმატორი.


- როგორი იყო თქვენი გზა მონაზვნობისაკენ?


პირველი ზიარების შემდეგ, ზაფხულში, როდესაც 9 წლის ვიყავი, ვარშავიდან ჩენსტოხოვას მიმართულებით მომლოცველობაში წავედი. მონაზონი, რომელიც ჩვენი ჯგუფის ორგანიზატორი იყო ძალიან მომწონდა. ზრუნავდა თითოეულ ჩვენგანზე, მე კი მომინდა მისი მსგავსი ვყოფილიყავი.


სწავლის დასრულების შემდეგ, ვთხოვე სალეზიელ მონაზვნებს, რომ თავიანთ კონგრეგაციაში მივეღე. ჩემი სულიერი ფორმაცია გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობდა ბელარუსში, შემდგომ კი განვაგრძე ჩვენი დამაარსებლების, წმინდა იოანე ბოსკოსა და წმინდა მარია დომინიკა მნაცარელას სამშობლოში, იტალიაში. მოწოდებას, ვთვლი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ საჩუქრად ღმერთისგან, რომელიც თანდათან აღმოვაჩინე, თუმცა მე ასევე დამეხმარა ბედნიერი მღვდლებისა და მონაზვნების მაგალითი და ასევე წმინდანთა ბიოგრაფიების კითხვა.


- როგორ მოხვდით მისიაზე?


2014 წელს დავდე ჩემი პირველი სამონაზვნო აღთქმები და პრო წელი ვმუშაობდი ბოროვლიანაში, შემდგომ სმარგონში (ბელარუსი). ხოლო 2018 წელს ჩვენმა წინამძღვარმა მოანაზონმა გამიშვა საქართველოში და აი, უკვე სამი წელია ვცხოვრობ და ვმსახურობ თბილისში.


- რაში მდგომარეობს საქართველოში მსახურების თავისებურება?


საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. იქ კათოლიკეების რაოდენობა მხოლოდ 1%–ს შეადგენს. ერთის მხრივ, ეს სირთულეა, ხოლო მეორეს მხრივ, ღვთის საჩუქარი, რადგანაც ოჯახურ ეკლესიაში ვარ, სადაც თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 16 სამრევლოა, სადაც რეგულარულად აღევლინება წმინდა წირვები და რამდენიმე სამლოცველო, სადაც შეიძლება ღვთისმსახურებაზე დასწრება. ერთი მღვდელი ემსახურება რამდენიმე სამრევლოს. ადგილობრივი მღვდელი მხოლოდ ხუთია, მისიონერები კი არიან იტალიიდან, პოლონეთიდან და ბელარუსიდან, ასევე არის ათამდე მამათა და დედათა მონასტერი, სადაც მსახურობენ მისიონერები ინდოეთიდან, პოლონეთიდან, ბურკინა ფასოდან, ბელარუსიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუადან და პერუდან.


- რამდენი მონაზონი მსახურობს სალეზიელთა საკრებულოში?


სულ სამნი ვართ. ორი და პოლონეთიდან, მე კი– ბელარუსიდან, ასევე ჩვენი ერთი საკრებულო არის სამხრეთ საქართველოში. იქ ჩვენი დები, მონაზვნები ლოცულობენ სომხურ-კათოლიკური წესით. სხვათაშორის, ასევე არის სომეხი ეროვნების ოთხი მონაზონი.


- მოგვიყევით, საქართველოში თქვენი ძირითადი საქმიანობისა და ვალდებულებების შესახებ.


თბილისში გვაქვს არც თუ ისე დიდი საბავშვო–საგანმანათლებლო ცენტრი, ასევე ორი წელია ვმუშაობ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციაში, სადაც ვხელმძღვანელობ სამწყსო ახალგაზრდულ ცენტრს.


დაკისრებული მოვალეობა, არა მხოლოდ პასუხისმგებლობის დაკისრებაა, არამედ კარგი საშუალებაა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნისა, განსაკუთრებით კი ახლგაზრდებთან. ამით უკეთ ეცნობი მათი ცხოვრების წესს, მათ ოცნებებს, საზრუნავებს, ხარ მათთან ახლოს გაჭირვებისა და სიხარულის დროს, რათა წაიყვანო ისინი ქრისტიანული ზრდის გზაზე.



პანდემიის გამო, ჩვენი საგანმანათლებლო ბავშვთა ცენტრი ვერ მუშაობს უწინდელ რეჟიმში, თუმცა ვეძებთ სხვადასხვა გზას ხალხის დასახმარებლად. სირთულეებისა და უარყოფითის გარდა, პანდემიის პერიოდში ასევე ბევრი დადებითიც აღმოჩნდა. შეიძლება ჩვენმა საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობამ დაკარგა ის მასშტაბები რაც იყო, მაგრამ აღმოვაჩინეთ ინდივიდუალური მიდგომის ახალი შესაძლებლობები, უფრო ახლოს ყოფნის გზები. ხანდახან დავდივართ სოფლებში და მღვდლებს ვეხმარებით ახალგაზრდებთან, ორატორიუმებში და ვატარებთ ფორმაციულ შეხვედრებს.

- როგორები არიან კათოლიკე ახალგზარდები საქართველოში?


ახალგარზდებთან მუშაობითა და იმით, რომ საკუთარ თავს ახალგაზრდათ მივიჩნევ, დავინახე, რომ საქართველოს ახალგაზრდებსაც, როგორც ყველა ახალგაზრდას მთელს მსოფლიოში, სურთ უფრო ღრმად შეიცნონ და გაცნობიერებულად მიანდონ თავისი ცხოვრება ღმერთს. ქართველ ახალგაზრდებში შესამჩნევად არის გაღვივებული პატრიოტიზმი. ახალგარზდები ამაყობენ იმით, რომ არიან კათოლიკეები, სურთ რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთონ თავიანთი ეკლესიისათვის, თავიანთი ქვეყნისათვის. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ დახმარებას.


მაგალითისთვის, ვიტყვი, რომ „ახალგაზრდული ცენტრის“ ერთ-ერთი ინიციატივაა „ლიდერების სკოლა“, რომელსაც მამა პავლე რუძმანისა და მის ჯგუფთან თანამშრომლობითაც ვაკეთებთ. ამ გზით, სხვადასხვა სამრევლოს წარმომადგენელი ახალგარზდები იღებენ ფორმაციას და ცონდას იმისათვის, რომ დაეხმარონ სამომავლოდ თავიანთ მღვდლებს, სამრევლოსა და ახალგაზრდებთან საქმიანობაში. ერთმა გოგონამ მოისურვა, რომ ჩამოეყალიბებინა ორატორიუმის ჯგუფი. თავდაპირველად, სულ ორი ბავშვი მიდიოდა, დღეისათვის კი, თხუთმეტი ბავშვია. ერთმა ახალგაზრდამ კი, იქიდან გამომდინარე, რომ დრო არ ჰქონდა ბევრი და ვერ შესწირავდა თავის დროს სამრევლოში რეგულარულად მსახურებას, გადაწყვიტა საქართველოს კათოლიკე ეკლესიის შესახებ ინფორმაცია განეთავსებინა ვიკიპედიაში.


- ქართული ანდაზა ამბობს „სტუმარი ღვთისაა“. იგრძენით თქვენ ეს?


რა თქმა უნდა. როცა ჩავედი, მაშინვე სიამოვნებით ვმონაწილეობდი სამრევლოების დღესასწაულებში. თქვენ წარმოიდგინეთ, მორწმუნეები სხვასდასხვა სამრევლოდან იკრიბებიან, რათა ილოცონ ერთად, იზეიმონ, გაუზიარონ ერთმანეთს სიხარული და გვერდში დაუდგნენ. თავდაპირველად, ყველა იკრიბება ევქარისტიულ სუფრაზე (წმინდა წირვა), შემდგომ კი წარმოუდგენელია ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების გარეშე ზეიმი, და რაღა თქმა უნდა, ქართული გემრიელი ვახშამი. ქართველების სტუმართმოყვარეობა შთამბეჭდავია.


- და რაც შეეხება ქართულ ენას?


მე ძალიან მომწონს საქართველოში ამ უმშვენიერეს ხალხში მსახურება, თუმცა არის ერთი პატარა სირთულე. ეს არის ენა. ასე რომ ვსწავლობ, ვცდილობ. ასევე ვლოცულობ ამ ქვეყნიდან ახალ მოწოდებებზე მღვდლობისა და ბერ-მონაზვნური ცხოვრებისაკენ, რათა შესაძლებელი იყოს სახარების ქადაგება ამ ქვეყანაში ულამაზეს სუფთა ქართულ ენაზე.


წყარო: https://www.grodnensis.by


შოთა გიქოშვილი
bottom of page