top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘დავასრულოთ ქმნილების წინააღმდეგ უაზრო ომი’ - პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ გამოსცა ეპისტოლე ღვთის ქმნილებისათვის ლოცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელსაც კათოლიკეები და მართლმადიდებლები 1–ელ სექტემბერს აღნიშნავენ.



რომის ეპისკოპოსი საუბრობს “დედამიწის დედობრივი გულისცემის” შესახებ: “ისე, როგორც ყრმის გულის ფეთქავს დაბადებამდე დედის გულთან ჰარმონიაში, ჩვენც უნდა ავაყოლოთ ჩვენი ცხოვრების რიტმი, ქმნილების რიტმს”. წმინდა მამა მორწმუნეებსა მოუწოდებს დადგნენ ეკოლოგიური და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული უსამართლობის მსხვერპლთა დასაცავად და წერტილი დაუსვან უაზრო ომს.


„მდგრადი და სამართლიანი მსოფლიოს ასაშენებლად აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება“, - ამბობს პაპი და მაგალითად მოჰყავს გაეროს მთავრობათაშორისი ჯგუფის სერიოზული გაფრთხილება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით – „უარესისგან თავის არიდება შესაძლებელია, თუ ყველა ერთად იმუშავებს უფრო მდგრადი ცხოვრების წესის შესაქმნელად, ახლა და მომავალში.ყველას შეუძლია წვლილის შეტანა გულის გარდაქმნით, ცხოვრების წესისა და სახელმწიფო პოლიტიკის მეშვეობით. სწორედაც, რომ გულის ეკოლოგიური გარდაქმნა, რომელზეც წმინდა იოანე პავლე II საუბრობდა, ამოსავალი წერტილია. იგი გვთავაზობს ქმნილებასთან ურთიერთობების განახლებას, რათა შევწყვიტოთ ქმნილების, როგორც ექსპლუატაციის ობიექტად აღქმა და გავუფრთხილდეთ როგორც შემოქმედის წმინდა ძღვენს“, - წერს პაპი.


„ცხოვრების წესის შეცვლა იწყება შემოქმედისადმი მადლიერებით, მისი ქმნილებებით მოხიბვლითა და ჩვენი ეკოლოგიური ცოდვების მუდმივი მონანიებით. ღვთის მადლით, მოდით, ისეთი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, რომელიც შეამცირებს ნარჩენების რაოდენობას და არასაჭირო მოხმარებას. ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჩვევებს და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს სარგებლის მიღების მიზნით, ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის. მაგალითად, რესურსების დაზოგვით, ნარჩენების გადამუშავებით, ხელმისაწვდომის სურსათის გამოყენება და მომსახურების ეკოლოგიური ბალანსირებით“.


წმინდა მამა მოუწოდებს საზოგადოებას ყურადღება მიაქციონ სახელმწიფო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც მშვიდობისა და სამართლიანობის სერიოზული საფრთხის ქვეშ დაყენებით, განაპირობებს ზოგიერთი პრივილეგირებული ადამიანის უკიდეგანო გამდიდრებასა და ბევრი ადამიანის დამამცირებელი ცხოვრების პირობებს. უნდა შევაჩეროთ ღარიბებსა და მომავალ თაობებთან მიმართებაში არსებული უსამართლობა, რომლებსაც საბოლოოდ გაანადგურებს კლიმატის ცვლილებების ყველაზე უარესი შედეგები.


ეპისკოპოსთა სამომავლო სინოდის შესახებ საუბრისას, წმინდა მამამ აღნიშნა, რომ საღვთო ერი მოწოდებულია სინოდური დიალოგისა და მოქცევისაკენ. ყველა ადგილობრივ ეკლესიას შეაქვს თავისი უნიკალური და შეუცვლელი წვლილი და ლოცულობს, რათა სულიწმინდამ მიმართოს ჩვენი ძალისხმევა მიწის პირის განსაახლებლად.


ეპისტოლეს ბოლოს, პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ სინოდური ეკლესია უნდა იყოს წყარო სიცოცხლისა ჩვენს საერთო სახლში და ყველა მასშიმცხოვრებისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის ყველგან მიმობნევით.


წყარო: /www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page