top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დედა-შვილი სასულიერო გზაზე


ბრაზილიელი მღვდლის, მამა იონას მანგო დე ოლივერას ფოტო, ვირუსივით მოედო ინტერნეტ სივრცეს. იგი ამ ფოტოზე დედასთან ერთად არის, რომელიც ამავე ქარიზმის მონაზონია. მღვდელი თავისი ოჯახის სასულიერო გზაზე მოწოდების შესახებ ჰყვება.

ინტერნეტ გამოცემა ACI - თან საუბრისას, მღვდელი ამბობს, რომ კათოლიკე ოჯახში დაიბადა და მღვდლობაზე ფიქრი 8 წლის ასაკიდან დაიწყო. „ყოველთვის დავდიოდით წმინდა წირვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ვმონაწილეობდით სამრევლოს ცხოვრებაში, მაინც ვცხოვრობდით, როგორც კათოლიკე ოჯახი“. - ამბობს მღვდელი დე ოლივერა.


„ხშირად ვხედავდი ერთ-ერთი მღვდლის განსაკუთრებულ ზრუნვას სულებისა და მორწმუნეთა საჭიროებებისადმი. ამან ჩემში გააღვივა სურვილი თავი მიმეძღვნა ღმერთისათვის. თავიდან ჩემი ოჯახი ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ ბავშვური გატაცება იყო, რომელიც მალე გაქრებოდა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობდი“.


სასულიერო სემინარიაში ჩაბარების შემდეგ, მამა იოანს დე ოლივერა განიცდინა, რომ დედა მარტო უნდა დარჩენილიყო, რადგან იგი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მაგრამ „განკაცებული სიტყვის ინსტიტუტის“ მონაზვნებმა, დედა წაიყვანეს მონასტერში, რათა მას უფრო მეტი საშუალება ჰქონოდა თავის შვილთან ახლოს ყოფნისა და გვერდში დგომის, რომ სასულიერო გზა გაეგრძელებინა.


მღვდლის დედამ, ბრაზილიაში რამდენიმეხნიანი მორჩილების შემდეგ, თავისი მოწოდება მონასტრეში მსახურებისაკენ აღმოაჩინა და იტალიაში ტოსკანაში წავიდა, სამონაზვნო განათლების მისაღებად. იგი დღემდე იტალიაში მსახურობს და ცხოვრობს.

მამა იოანასს მღვდლად ხელი დაასხეს 2020 წლის 8 მაისს. იგი ამჟამად რომში იმყოფება: „ღმერთს მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ დედაჩემი ახლოს იყო ჩემთან და ახლაც მაქვს საშუალება მისი მონახულებისა“, - ღიმილით დასძენს მღვდელი.


მღვდლისთვის დედის გადაწყვეტილება, ემსახურა ღმერთისათვის, შთამბეჭდავი საჩუქარი იყო და აღნიშნა, რომ მისთვის ეს არის ჯილდო, რომ მისი დედა გახდა ქრისტეს მსახური.


წყარო: ACI Stampa


შოთა გიქოშვილი
bottom of page