top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დეკლარაცია, რომელიც კათოლიკეებისა და ლუთერანების შერიგების ახალი ეტაპია


3 იანვარს, ხელი მოეწერა იტალიურ ენაზე თარგმნილ, კათოლიკეებისა და ლუთერანების ერთობლივ, განახლებულ დეკლარაციას. იტალიური ენა წმინდა საყდრის ორი ენიდან ერთ-ერთი ოფიციალური ენაა.


2021 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა ქრისტიანთა ერთობის საკითხებში პაპის საბჭოსა და ლუთერანული მსოფლიო ფედერაციის ერთობლივი დეკლარაცია გამართლების მოძღვრების შესახებ. ეს იტალიურ ენაზე შესრულებული ახალი თარგმანია. ძველ ვარიანტს კი ხელი 1999 წელს მოეწერა.


Vatican News- თან ინტერვიუში კარდინალმა კოხმა განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს კათოლიკეებსა და ლუთერანებს შორის შერიგების ახალ ეტაპს: „ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ვცხონდეთ, როგორ მივაღწიოთ ცხონებას? ამ საკითხმა XVI საუკუნეში მიგვიყვანა მწვავე პოლემიკამდე, რაც დასრულდა ეკლესიის განხეთქილებით. სარწმუნოების შესახებ კამათიდან ასწლეულების შემდეგ, 1999 წელს კათოლიკეება და ლუთერანებმა შეძლეს ეღიარებინათ, რომ არა ჩვენი დამსახურებით მოგვეცა სულიწმინდა და ვიქენით ღმერთთან მიღებული, რომელიც განაახლებს ჩვენს გულებს და მოგვიწოდებს კეთილი საქმეებისაკენ, რომელსაც მივყავართ სრულყოფილებამდე, არამედ მხოლოდ მადლითა და რწმენით ქრისტეს მაცხოვნებელი ქმედებების წყალობით“.


პირველი დოკუმენტი კათოლიკეებსა და ლუთერანებს შორის დიალოგის ნაყოფი იყო. საბოლოოდ მან, მეთოდური ეკლესიებისგან, ანგლიკანებისა და რეფორმატორული ეკლესიების საერთაშორისო საზოგადოებისგან აღიარება მოიპოვა. 2019 წელს, ჩრდილო ამერიკის ნოტრ-დამის უნივერსიტეტში კათოლიკეებმა, ლუთერანებმა და ამ ეკლესიების ყველა წარმომადგენელმა ეკუმენიზმის ერთობლივი ვალდებულებები განამტკიცეს. ამ ტექსტების შერწყმით საკმაოდ გამდიდრდა დოკუმენტის ახალი გამოცემა იტალიურ ენაზე.


2021 წლის 3 იანვარს ხელი მოეწერა ახალ თარგმანს. ეს მოვლენა უკავშირდება პაპ ლეონ მეათისგან მარტინ ლუთერის გათიშვის 500 წლისთავს. კარდინალ კოხის თქმით, ეს მოვლენა დღემდე მტკივნეულ იარად რჩება კათოლიკეებისა და ლუთერანების ისტორიაში - "მარტინ ლუთერის მიერ პაპის ანტიქრისტედ მოხსენიებამ დიდი როლი შეასრულა ურთიერთგათიშვაში. ლუთერანთა მსოფლიო ფედერაციასა და ქრისტიანთა ერთობის საკითხებში პაპის საბჭოს შორის დიდი გამოწვევა დგას - ეკუმენური გადასახედიდან განხილულ იქნას ისტორიული, კანონიკური და საღვთისმეტყველო საკითხები. ამ საკითხების განხილვა რამდენიმე ხნის წინ დაევალა ეკუმენური ექპერტების ჯგუფს, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება კიდევ ერთი საერთო გზავნილი“.


პაპის საბჭოს მეთაურმა დაამატა, რომ 2030 წელს აღნიშნული იქნება აუქსბურგის რწმენის აღიარების ხუთასი წლისთავი, რომელიც არის ლუთერანთა რწმენის აღიარება. სწორედ 1530 წელს მოხდა უკანასკნელი მცდელობა ხელის შეშლისა ეკლიის განხეთქილებაში, თუმცა მცდელობა სამწუხაროდ უშედეგოდ დასრულდა. კარდინალ კოხის თქმით, აუქსბურგის რწმენის აღიარება თავისთავში ატარებს დიდ ეკუმენურ პოტენციალს, რომელსაც შეუძლია ხელახლა გახსნას კათოლიკეები და ლუთერანები ერთმანეთის მიმართ.


„ჩვენ მტკიცედ გვსურს შევუდგეთ შერიგების გზას სახარების მეშვეობით“, - ხაზი გაუსვა კარდინალმა კურტ კოხმა.


VatikanNews-იდან თარგმნა შოთა გიქოშვილმა
bottom of page