top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ეკლესია არასდროს მიატოვებს ღაზას ტანჯულ ხალხს' – კარდინალი პიცაბალა

იერუსალიმის ბერძნული წესის მართლმადიდებელმა და ლათინური წესის კათოლიკე პატრიარქებმა ერთობლივად მიმართეს მსოფლიოს ლიდერებსა და მოუწოდეს „ომის დასრულებისკენ, დაკავებულების გათავისუფლებისა და ნამდვილი განკურნების პროცესის დაწყებისკენ, რომელიც ღაზასა და მთელს წმიდა მიწას სიცოცხლესა და ღირსებას აღუდგენს“.

ree

„ქრისტე მარტო არ ტოვებს ღაზას. ის იქაა –დაჭრილებში ჯვარცმულია, ნანგრევებშია ჩაფლული და მაინც ის იქ არის ყოველი წყალობის აქტში, სიბნელეში ყოველ ანთებულ სანთლის შუქში, ტანჯულისკენ ყოველი ხელის გაწვდენაში“, – განაცხადა კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ.


იერუსალის ლათინური წესის კათოლიკეთა პატრიარქი, ამ სიტყვებით გამოვიდა პრესკონფერენციაზე, აღმოსავლური მართლმადიდებელი პატრიარქის, თეოფილე III-სთან ერთად.


კარდინალმა პიცაბალამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორი პატრიარქი ღაზაში გაემგზავრა, არ როგორც პოლიტიკოსი ან დიპლომატი, არამედ როგორც მწყემსები. მან აღნიშნა, რომ ეკლესია არასოდეს მიატოვებს ღაზის ხალხს და რომ მათი მისია მიმართულია არა ერთი კონკრეტული ჯგუფისათვის, არამედ ყველასთვის: „ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისთვის, მორწმუნეებისთვის, მოტყუებულებისთვის, ლტოლვილებისთვის, ბავშვებისთვის.“


„ქრისტეს ტანჯული სხეულის მსახურები“


კარდინალ პიცაბალას შეხედულებას დაემოწმა მართლმადიდებელი პატრიარი თეოფილე, რომელმაც თქვა, რომ ისინი ღაზაში გაემართნენ „როგორც ქრისტეს მტანჯველი სხეულის მსახურები – მივდიოდით დაჭრილებთან, დაქვრივებულებთან, გადაკარგულებთან და მორწმუნეებთან, რომელთა ღირსება უვნებლად დგას მიუხედავად მათი ტანჯვისა.“



მისი თქმით, ღაზაში „შეხვდათ ხალხი, რომელსაც ომის სიმძიმე აწევს, მაგრამ მათში მაინც ძლიერად გამოსჭვივის ღვთის ხატი.“


მართლმადიდებელმა პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ „განადგურების დროს, ეკლესიის მისია დაფუძნებულია ყოფნის მსახურებაზე – მგლოვიარეების გვერდით დგომაზე; სიცოცხლის სიწმინდის დაცვაზე და იმ ნათლის მოწმობაზე, რომელსაც ვერასდროს ჩააქრობს სიბნელე.“


ჰუმანიტარული დახმარება – სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი


კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეკლესიის მხარდაჭერას „ყველა ჰუმანიტარული მსახურისადმი, რომლებიც ყველაფერს რისკავენ, რათა სიცოცხლე მიიტანონ ამ ადამიანური განადგურების ზღვაში.“


„ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ საჭირო არ არის – ეს სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია,“ – თქვა მან. „მისი უარყოფა მხოლოდ დაგვიანება კი არა, განაჩენია. ყოველი საათი – საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და თავშესაფრის გარეშე – მძიმე ზიანს აყენებს,“ – განაგრძო კარდინალმა და დაამატა: „ეს მორალურად მიუღებელი და გაუმართლებელია.“


ree

ერთობლივი მოწოდება – ომის დასრულებისკენ


პრესკონფერენციის დროს, ორივე პატრიარქმა ერთობლივი მოწოდება გაუკეთა მსოფლიოს ლიდერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს: „დასრულდეს ომი, გათავისუფლდნენ ტყვეები და დაიწყოს ნამდვილი განკურნების პროცესი, რომელიც ღაზას და მთლიანად წმინდა ქვეყანას სიცოცხლესა და ღირსებას დაუბრუნებს.“


მათ აგრეთვე გაიხსენეს პაპ ლეონ XIV –ს მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისადმი: „დაიცვან ჰუმანიტარული სამართალი და პატივი სცენ სამოქალაქო პირების დაცვის ვალდებულებას, აგრეთვე შეზღუდვას კოლექტიური სასჯელის, ძალადობის განურჩეველი გამოყენებისა და იძულებითი გადაადგილების მიმართ.“


„დროა, ამ აბსურდს ბოლო მოეღოს. ომი უნდა დასრულდეს და ხალხის საერთო სიკეთე უმაღლეს პრიორიტეტად უნდა იქცეს,“ – განაცხადა კარდინალმა პიცაბალამ და დაამატა, რომ თავად და პატრიარქი თეოფილე ლოცულობენ და ერთდროულად მოუწოდებენ: გათავისუფლდნენ ყველა დაპატიმრებული, დაბრუნდნენ დაკარგულები და მძევლები, განიკურნონ ტანჯული ოჯახები – ყველა მხრიდან.


პატრიარქი თეოფილეს პირდაპირი მიმართვა:


„საერთაშორისო საზოგადოებას ვეუბნებით: ტანჯვის წინაშე დუმილი –სინდისის ღალატია. ღაზას ბავშვებს ვარწმუნებთ: ეკლესია თქვენს გვერდით რჩება. და ყველას, ვისაც ძალაუფლება აქვს, მოვუწოდებთ უფლის სიტყვებით: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ ისინი ღმერთის შვილებად იწოდებიან.“


თაკო ფეიქრიშვილი


Comments


bottom of page