top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეკლესიამ უპოვართა მეხუთე მსოფლიო დღე აღნიშნა

14 ნოემბერს ეკლესიამ უპოვართა მე-5 მსოფლიო დღეს აღნიშნა. იგი პაპმა ფრანცისკემ დააწესა. ამ წლის დევიზია სიტყვები წმინდა მარკოზის სახარებისდან: “ღარიბები მუდამ თქვენთან გეყოლებათ”. ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ ბეთანიაში.



უპოვართა დღესთან დაკავშირებით,წმინდა მამამ წირვა აღავლინა ვატიკანის ბაზილიკაში. „ღარიბთა გოდების გულში ღვთის სამეფო ყვავის, როგორც ხეების ნაზი ფოთლები და მიჰყავს ისტორია თავის მიზნამდე, უფალთან, მის საბოლოო შეხვედრამდე”, - თქვა პაპმა ქადაგებაში.


წმინდა მამამ აღნიშნა, რომ იესოს მიერ დღევანდელ სახარებაში მოხსენებული სახეები ადამიანებში ერთის მხრივ იწვევს შიშს, მეორე მხრივ კი იმედს. ისინი აჩვენებენ დღევანდელ ტანჯვასა და მაცხოვნებელ მომავალს.


„ჩვენ, ამჟამად ვართ ჩაგვრის, ძალადობისა და უსამართლობით გამორჩეულ პერიოდში და ველოდებით გამოსყიდვას. ღარიბთა მსოფლიო დღე მოგიწოდებთ, თვალი არ აარიდოთ და არ გეშინოდეთ, ყურადღებით დააკვირდეთ ყველაზე სუსტთა ტანჯვას. რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იესოს ასევე სურს მოგვცეს იმედი, გაგვათავისუფლოს ტანჯვისა და შიშისგან მსოფლიო ტანჯვის წინაშე. ჩვენი მტკივნეული ისტორიის დრტვინვაში არის ხსნის მომავალი. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიცხოვროთ დღევანდელი სატანჯველიდან განკურნებულებმა, ხვალინდელი დღის იმედით“,– ხაზი გაუსვა რომის პაპმა.


წმინდა მამამ გაიხსენა ღარიბებთან დაახლოებული ეპისკოპოსის ტონინო ბელოს აზრი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია მხოლოდ იმედის ქონა, უნდა მოვაწესრიგოთ ის ანუ განვახორციელოთ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში და სოციალურ და პოლიტიკურ ვალდებულებებში. პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ სიტყვა, რომელიც სამყაროში იმედს იწვევს და ღარიბთა ტანჯვას ამსუბუქებს, არის სინაზე. ჩვენი ამოცანაა დავძლიოთ ჩაკეტილობა, შინაგანი სიმკაცრე, ცდუნება, გავუმკლავდეთ მხოლოდ საკუთარ პრობლემებს, გავხდეთ მგრძნობიარე სამყაროს ტრაგედიების მიმართ, თანავუგრძნოთ მას ტანჯვაში. იესოს სურს, რომ ჩვენ ყველანი გავხდეთ ადამიანები,რომელიც პურს ვუზიარებთ მშიერს, აღვასრულოთ სამართალი ღარიბთა წინაშე და აღვადგინოთ მათი ღირსება..


„მშვენიერია, სახარებისეულია და ახალგაზრდაა ეკლესია, რომელიც სცილდება თავის საზღვრებს და იესოს მსგავსად ქადაგებს სასიხარულო უწყებას ღარიბების მიმართ. (ლუკ. 4,18). ბოლო ზედსართავზე ვჩერდები: ახალგაზრდა. ახალგაზრდობა იმედს თესავს. ეს არის წინასწარმეტყველური ეკლესია, რომელიც ეუბნება ადამიანებს სამყაროს მიერ შეწუხებულ და უარყოფილ გულებზე: „გამბედაობა“. უფალი ახლოს არის, რადგან, შენთვისა ზაფხული ამოდის ზამთრის შუაგულში. თქვენი მწუხარებისგან იმედიც შეიძლება აღმოცენდეს, აღნიშნა რომის პაპმა.


შოთა გიქოშვილი



0 comments
bottom of page