‘შალვა ვარდიძე - მოღვაწეობა ღვთისთვის და ერისთვის’ – კონფერენცია უნივერსიტეტში
- catholic.ge

- 33 minutes ago
- 1 min read
10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცნობილი მეცნიერის, კათოლიკე მღვდლის, საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და მთარგმნელის შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო.

სამეცნიერო შეხვედრა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები, სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის თანამშრომლები, სტუდენტები, კათოლიკე მღვდლები, ეკლესიის წარმომადგენლები და შალვა ვარდიძის ნათესავები დაესწრნენ.
კონფერენციას, სახელწოდებით, „შალვა ვარდიძე - მოღვაწეობა ღვთისთვის და ერისთვის“ კათოლიკე ეკლესიიდან, ეპისკოპოსის ვიკარიუსი, კულტურის კომისიის ხელმძღვანელი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი და ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, „საბაუნის“ უნივერსიტეტის რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე სიტყვით წარდგნენ.
კონფერენციაზე გაიმართა პროფესორ ნატო ყრუაშვილის წიგნის „შალვა ვარდიძე – სტამბოლის ქართველ კათოლიკე მამათა სავანის მონასტრის გამგე“ პრეზენტაცია, რომელიც კათოლიკე ეკლესიის ინიციატივით დაიბეჭდა და შალვა ვარდიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე თემა, შალვა ვარდიძის ცხოვრების ირგვლივ.
სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზება გაუწია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სტამბოლში არსებულმა ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის ფონდმა, ბიბლიოთეკამ და არქივმა , რომელსაც სიმონ ზაზაძის შვილები, პოლ და ნატალია ზაზაძეები ხელმძღვანელობენ. ორივე მათგანი კონფერენციაში დისტანციურად ჩაერთო. ასევე სამეცნიერო ნამუშევრები წარმოადგინეს თურქეთში მოღვაწე პროფესორებმა.
თაკო ფეიქრიშვილი

























Comments