top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა დაადგინა ბავშვთა დღის თარიღი, რომელიც ეკლესიაში აღინიშნება

პაპმა ლეონ XIV–მ მსოფლიო ბავშვთა დღის თარიღი დაადგინა. ღონისძიება 2026 წლის 25–27 სექტემბერს, რომში გაიმართება. პაპმა ასევე აკურთხა და ხელი მოაწერა დროშას, რომელზეც ბავშვთა დღის ოფიციალური ლოგოა დატანილი.


ree

"ჩემი ფიქრები ბავშვებისკენ არის მიმართული, რომელთა შეხვედრაც ძალიან მახარებს და ეს შეხვედრა 2026 წლის 25–27 სექტემბერს არის დაგეგმილი,“ – განმარტა წმიდა მამამ.


მოგვიანებით, ღაზას სექტორიდან ჩამოსულმა 7 წლის ბიჭმა, მაჯდ ბერნარდმა, მსოფლიო ბავშვთა დღის კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად პაპს დროშა გადასცა.


კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მსოფლიო ბავშვთა დღე იქნება ერთობლივი „შეხვედრა, ლოცვა და ზეიმი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მთელი მსოფლიოს ბავშვები და მათი ოჯახები“.


2026 წლის ღონისძიების ლოგოზე დატანილია შვიდი ნაკვალევი, რომელიც  მსოფლიოს შვიდ კონტინენტს გულისხმობს. „ეს ნაკვალევები ბავშვობის „მარტივ და გულწრფელ ჟესტებს გვახსენებს – პატარების უნივერსალურობისა და სიწმინდის ნიშანს“, – აღნიშნავენ კომიტეტში.


ლოგოს მრავალფეროვნება აჩვენებს კულტურების სიუხვეს და ქმნის ჰარმონიას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებების მიღებასა და დაფასებას.


ree

ფონზე გამოსახული წმიდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათი სიმბოლურად იხუტებს მთელი მსოფლიოს ბავშვებს — „იღებს და იცავს მათ“, ხოლო ჯვარი ქრისტეს ვნებასა და აღდგომას გვახსენებს.


პირველ მსოფლიო ბავშვთა დღეზე, რომელიც 2024 წელს გაიმართა, 101 ქვეყნიდან დაახლოებით 100 000 ბავშვი მონაწილეობდა.


"2026 წელს ბავშვთა დღის მეორედ აღნიშვნით, ეკლესია განამტკიცებს მზადყოფნას უსმინოს და დააფასოს ყველაზე მცირეთა ხმა — იმ ბავშვებისა, რომლებიც  მშვიდობას, სტუმართმოყვარეობასა და მომავალს ესწრაფვიან".


თაკო ფეიქრიშვილი


 

 

 

Comments


bottom of page