top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეკლესიის სოციალური სწავლება – სემინარები ‘საბაუნში’


23 – 25 ნოემბერს „საბაუნის“ ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში „ეკლესიის სოციალური სწავლების“ თემაზე ვორქშოპი/სემინარები გაიმართა.



სამი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს თემები:


– პიროვნების ღირსება,

– სიცოცხლის დაცვა პირველივე დღეებიდან,

– ქორწინება და ოჯახი,

– სამსახური და საკუთრება.


სწავლებას გერმანელი პროფესორები: პეტერ შალემბერგი (პადერბონის უნივერსიტეტი, მორალური თეოლოგია და ეკლესიის სოციალური სწავლება) და ლარს შეფერსი (ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი ბონში, ეკლესიის სოციალური სწავლება) უძღვებოდნენ.


სემინარებს კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები და ეკლესიასთან არსებული ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებოდნენ, მათ შორის catholic.ge -დან.


შეხვედრებზე იმყოფებოდა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, მღვდლები და დიაკვნები.


სემინარების ბოლოს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.


მსგავსი სახის სემინარები სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა გასულ წელს დაიწყო. პანდემიიდან გამომდინარე, მაშინ შეხვედრები ონლაინ რეჟიმში წარიმართა.



თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე


bottom of page