top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანი 2025 წლის საიუბილეო თარიღისთვის მზადებას იწყებს

Updated: Jan 22



პაპმა ფრანცისკემ “ახალი ევანგელიზაციის საკითხთა კონგრეგაციას” დაავალა კოორდინირება გაუწიოს წმინდა საიუბილეო 2025 წლის მომზადებას.


2025 წელი ეკლესიის ისტორიაში რიგით 27–ე საიუბილეო წელიწადი გახდება.


პირველი საიუბილეო წელი 1300 წელს, პაპმა ბონიფაციუს VIII-მ გამოაცხადა. მაშინ, რომში ჩამოსულ მომლოცველთა შორის იყვნენ დანტე, ჩიმაბუე, ჯოტო, კალოს დე ვალუა, საფრანგეთის მეფის ძმა და მისი მეუღლე ეკატერინა.


თავდაპირველად, საიუბილეო წელიწადი ყოველ 100 წელიწადში ერთხელ უნდა აღნიშნულიყო, მაგრამ 1350 წელს, პაპ კლიმენტი VI–ის გადაწყვეტილებით, დაიგეგმა ყოველ ნახევარ საუკუნეში ერთხელ აღნიშნულიყო. პაპმა მომლოცველებისათვის მოსალოც ადგილებს – წმიდა პეტრესა და წმინდა პავლეს ბაზილიკებს, ლატერანის ბაზილიკაც დაამატა.


პაპმა პავლე II-მ 1470 წელს სპეციალურ ბულაში დაადგინა, რომ საიუბილეო წელი უნდა აღინიშნოს ყოველ 25 წელიწადში ერთხელ.


ბოლო საიუბილეო წელიწადი იყო რიგგარეშე, რომელიც გამოცხადდა უფლის გულმოწყალების წმინდა წლად. პაპმა იგი გამოაცხადა ბულით Misericordiae Vultus. იუბილე გაგრძელდა 2015 წლის 29 ნოემბრიდან 2016 წლის 20 ნოემბრამდე. პაპმა ფრანცისკემ ასევე ისაუბრა 2033 წლის გამოსყიდვის საიუბილეო წლის შესახებაც.


იუბილე მორწმუნეებს აძლევს საშუალებას მიიღონ სრული ინდულგენცია საკუთარი თავისა ან მიცვალებულთათვის, ანუ ცოდვების გამო დროებითი სასჯელისაგან განთავისუფლება. ეს არის შერიგების, მოქცევისა და სოლიდარულობის წელი ღმერთისა და ძმების მსახურებაში.


წყარო: www.vaticannews.va


bottom of page