top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანი საშობაოდ ემზადება



2022 წელს, შობისთვის, ვატიკანმა შობის სცენა უკვე შეუკვეთა. იგი ხელნაკეთი იქნება და ალპური კედარის ხისგან დაამზადებენ. ქანდაკებების ზომები ადამიანის სხეულის ზომების მსგავსად განისაზღვრება.


ტრადიციული შობის სცენა წმინდა პეტრეს მოედანზე, 3 დეკემბერს გაიხსნება, იმავე დღეს აინთება ვატიკანის მთავარი ნაძვის ხე.


რაც შეეხება შობის მეორე სცენას, იგი პავლე VI–ის დარბაზში იქნება წარმოდგენილი და ვატიკანს გვატემალის მთავრობამ აჩუქა.


წმინდა ოჯახისა და ანგელოზის ხელნაკეთი ქანდაკებები, გვატემალელმა ხელოსნებმა ადგილობრივი ტრადიციით, ხისა და ფერადი დეკორაციების გამოყენებით შექმნეს.

პირველად, შობის სცენა წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ 1980-იანი წლებში განათავსეს. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ვატიკანი სხვადასხვა ქვეყანასა და იტალიის რეგიონებს სთხოვდა გამოეგზავნათ შობის სცენა, 2021 წელს სცენა პერუდან გამოაგზავნეს.


რაც შეეხება ნაძვის ხეს, იგი დაახლოებით 100 ფუტის სიმაღლისაა ანუ 3 მეტრზე მაღალი.


თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page