top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანმა წმიდა იოსების ლიტანიაში ცვლილებები შეიტანა


წმიდა იოსების ლიტანიაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, საღვთო კულტისა და საიდუმლოთა სწავლების კონგრეგაციამ, 1–ელ მაისს გამოაცხადა. ახლა უკვე მასში 7 ახალი მოხმობა ჩაემატება.


7 ახალი მოხმობა ლათინურ ენაზეა:


1. Custos Redemptoris. (აღებულია სამოციქულო გზავნილიდან Redemptoris custos. იოანე პავლე მეორე).

2. Serve Christi. (აღებულია პაპ, პავლე მეექვსის ქადაგებიდან 1966 წელს, წმიდა იოსების დღესასწაულზე. აღნიშნულის ციტირება მოახდინა წმ.იოანე პავლე მეორემ და პაპმა ფრანცისკემ Patris Corde-ში).

3. Minister Salutis. (წმ.იოანე ოქროპირი. ციტატა გამოყენებულია წმ.იოანე პავლე მეორის ზემოთ ხსენებულ ენციკლიკაში Redemptoris custos).

4. Fulcimen in comlexatibus. (ციტატა გამოყენებულია პაპ ფრანცისკეს ენციკლიკის, Patris Corde-შესავალში).

5. Patrone exulim

6. Patrone afflictorum

7. Patrone pauperum. (ასევე შეგიძლიათ იხილოთ ენიცკლიკაში Patris Corde).


საღვთო კულტისა და საიდუმლოთა სწავლების კონგრეგაციამ 1–ელ მაისს, წმიდა იოსებ მშრომელის დღესასულზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუგზავნა წერილი ყველა საეპისკოპოსოს და განუმარტა მათ ლიტანიაში შეტანილი ახალი მოხმობების შესახებ.


„პაპმა ფრანცისკემ, წმიდა იოსების, საყოველთაო ეკლესიის მფარველად გამოცხადებიდან 150 წლისთავზე გამოაქვეყნა სამოციქულო წერილი Patris Corde (მამის გულით). ამის მიზანი კი იყო, რომ გაეძლიერებინა ჩვენი სიყვარული ამ უდიდესი წმიდანის მიმართ და ესწავლებინა ჩვენთვის მისი შუამდგომლობით მივმართოთ ღმერთს, მივბაძოთ მის ძალისხმევისა და სიქველეებს“, - ნათქვამია კონგრეგაციის წერილში.


„გონივრულად მიგვაჩნია განვაახლოთ წმიდა იოსებისადმი მიძღვნილი ლიტანია, რომელიც დამტკიცდა 1909 წელს წმიდა საყდრის მიერ და გვსურს ჩავამატოთ მასში 7 ახალი მოხმობა, პაპების ფიქრებისა და ქადაგებების შედეგად გამოთქმული ციტატები, რომლებიც ეხება საყოველთაო ეკლესიის მფარველის ფიგურას“.


ჩამატება წმიდა იოსების ლიტანიაში პაპ ფრანცისკემ დაამტკიცა. ლიტანიის ლათინურ ენაზე განახლების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ წმიდა საყდრის ოფიციალურ გვერდზე.


„ყველა საეპისკოპოსო (მთელს მსოფლიოში) პასუხისმგებელია ტექსტი გამოსცეს იმ ენაზე, რომელშიც იგი არსებობს. ტექსტი არ საჭიროებს დამტკიცებას წმიდა საყდრისგან“, - ნათქვამია კონგრეგაციის გზავნილში.


ეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსთა კონფერენციებს ასევე შეუძლიათ შეიტანონ თავიანთი შეხედულებისამებრ სხვა მოხმობებიც, სადაც გადმოცემული იქნება წმიდა იოსებისადმი გამოხატული პატივისცემა თავიანთ ქვეყნებში.


ლიტანია არის ლოცვის ერთ-ერთი ფორმა, სადაც გამოხატულია მოხმობა ან თხოვნა, ღმერთისადმი ან რომელიმე წმიდანისადმი (წმინდანებისადმი). ეკლესიაში არსებობს ბევრი ლიტიანია და ისინი დამტკიცებულია ეკლესიის მიერ.


წყარო: catholic-kazakhstan.org


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

bottom of page