top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სიდნეიში მამაკაცი ეპისკოპოსს თავს დაესხა

სიდენიში დანით შეიარაღებული მამაკაცი, ქადაგებისას თავს დაესხა ასირიული წესის ეპისკოპოსს.



თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაიჭრა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები გაეწიათ სამედიცინო დახმარება და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი დაკავებულია და გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში.

შემთხვევა „კეთილი მწყემსის“ ტაძარში, ბიბლიის სწავლების დროს მოხდა, პროცესი საზოგადოებრივი მედიებით გადაიცემოდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:15 საათზე, დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ეპისკოპოს ემანუელს.

ბოლო დღეებში, სიდნეიში ეს მეორე შეიარაღებული თავდასხმაა. პრიველი სავაჭრო ცენტრში მოხდა, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია.

წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი



bottom of page